
ცოტა ხნის წინ, გაირკვა, რომ ერთმანეთს მამა-შვილი ზურა და გიორგი ყიფშიძეები არ ელაპარაკებიან .
როგორც “კვირის პალიტრასთან” საუბარში მსახიობი ზურა ყიფშიძე ამბობს, მათ შორის უთანხმოება გიორგის ცხოვრების სტილის გამო მოხდა.
„რაღაც გაუგებრობა მოხდა და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამას პატივი ეციო… ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს… მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.
მისი ცხოვრების სტილი, ცოლების ცვლა, მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრო სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა“, - - ამბობს ზურა ყიფშიძე.