
Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რაში ხარჯავენ თავისუფალ დროს ქართველი მაღალჩინოსნები.
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ სვამს, არ ეწევა. გატაცებულია სპორტით, კერძოდ აღმოსავლური ორთაბრძოლებით. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი მუსიკითაც არის გატაცებული და არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. განსაკუთრებით, კი ფორტეპიანოზე დაკვრა უყვარს.
ირაკლი ალასანია
თავდაცვის მინისტრი თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს. როგორც გაირკვა, ირაკლი ალასანიას ფილმების შინაარსზე მეტად მისი ნახვის პროცესი მოსწონს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი „ჩემი ცოლის დაქალების“ აქტიური მაყურებელია და ცდილობს, ყველა სერია ნახოს. თუმცა რომელია სერიალში მისი საყვარელი პერსონაჟი, უცნობია.
ნიკა მელია
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ბავშვობაში თითქმის ყველა სპორტზე დადიოდა.
შესაბამისად, მისი ჰობი მრავალფეროვანია. ბავშვობაში ეზოს დალაგებით ერთობოდა და "მეეზოვეების უსტაბაშს" ეძახდნენ. დადიოდა კარატეზე, საკუთარ დას მიბაძა და ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოტების გარჩევა დღემდე არ იცის.
თამაშობდა ჩოგბურთს, მაგრამ მწვრთნელმა რენა აბჟანდაძემ თავიდანვე უწინასწარმეტყველა, რომ მისგან ჩოგბურთელი ვერასდროს დადგებოდა. ახლა თავისუფალ დროს სპორტულად ატარებს და მეგობრებთან ერთად ყველაზე ხშირად ფეხბურთს თამაშობს.
კახი კალაძე
ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თავისუფალი დრო სპორტის გარეშე წარმოუგენელია. თუმცა კახი კალაძეს თურმე ძალიან ხიბლავს დიჯეობა.
ალექსანდრე თამაზაშვილი
დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. მათთან ყოფნა განსაკუთრებით უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, მისი ჰობი არის მოგზაურობა. ყველაზე მეტად საქართველოს სხვადასხვა კუთხეების და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მოსწონს.
კობა ხაბაზი
კობა ხაბაზი თავისუფალ დროს მრავალფეროვნად ატარებს. უყვარს კითხვა. როგორც ამბობენ, ყოველ დილით, სანამ სამსახურში წავა, ადრე იღვიძებს და ფეხბურთს თამაშობს.
ვანო მერაბიშვილი
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჰობი ნადირობა ყოფილა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილი იხსენებს, ვანოს განსაკუთრებით უყვარს კითხვა, თამადობა, ნადირობა. თუმცა არასდროს არ თვრება უგონოდ.
ნანადირევს კი თავად ამზადებს. როგორც ვანოს ახლობლები ამბობენ, მერაბიშვილს თევზაობაც უყვარს. ამბობენ, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავასთან, მიშა სააკაშვილთან და ერთ-ერთ იუმორისტთან ერთად კახეთში ითევზავა.