-
2014-10-02 17:47
"თავისუფალი ზონის" წინ, ორგანიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე მისულებმა "ზონელებს" პლასტმასის ბოთლები და კვერცხები ესროლეს, რამაც სიტუაცია დაძაბა, თუმცა, პოლიციამ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცა.
ოფისთან იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. გიგა ბოკერიამ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებს მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას. სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ზურაბ ბიგვავა დააკავეს, რომელმაც ოფისის მიმართულებით ცოცხი ისროლა.
"თავისუფალი ზონის" წევრები და მათი მხარდამჭერი აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონებო!" და "პუტინ *უილო", ასევე, მღეროდნენ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, რასაც მათი მოწინააღმდეგეები სტვენითა და შეძახილებით ხვდებოდნენ.
"ზონანიუსის" ვიდეო