
შეტაკებები „ბერკუტის“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ისევ მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეცრაზმელებს იარაღის გამოყენების უფლება 24 საათის გასვლის შემდეგ ოფიციალურად მისცა.
პრეზიდენტის ბრძანებით კი შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოლაპარაკებები ოპოზიციასთან უნდა აწარმოოს.
ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები მოლაპარაკებების დაწყებას პირადად ვიქტორ იანუკოვიჩთან მოითხოვენ. შეტაკებები უკრაინაში გუშინ ღამით დაიწყო.
დაშავებულია 200-მდე პირი, მძიმედ დაშავდა 5 ადამიანი, ერთ-ერთ მათგანს ტერფის ამპუტაცია დასჭირდა, აქციის ორმა მონაწილემ კი მხედველობა დაკარგა.
პარტია „უდარის“ ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარამდეა მისული.