"ქართული ჯობია" - მედიაჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“ ქართული წარმოების მხარდასაჭერად

Image

მედიაჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“ იწყებს კამპანიას საშუალო და მცირე ქართული სამეწარმეო ბიზნესის მხარდასაჭერად სახელწოდებით „ქართული ჯობია“.

 

პროექტის მიზანია ქართული წარმოების პოპულარიზაცია, რის შედეგადაც გაიზრდება ქართული პროდუქციის რეალიზაცია, ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებასა და გაძლიერებას.

 

პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი, რომლებიც ადგილობრივ წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი, განვითარებისა და გაყიდვებისთვის საჭირო მხარდაჭერას მიიღებენ. პროექტში ჩართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ შეღავათიან ფასებში განათავსონ რეკლამა, გაავრცელონ და ფართო საზოგადოებას წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი პროდუქციის შესახებ. კომპანიის შესახებ ცნობადობის ამაღლება მოხდება რადიო ეთერის, სოციალური ქსელის და ვებგვერდის საშუალებით, რაც მათი პროდუქციის მასშტაბურ პოპულარიზაციას და გაყიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

ასევე დაგეგმილია წამახალისებელი ვიქტორინის (სახელწოდებით „აჩუქე ქართული“) შექმნა, სადაც გამარჯვებული მსმენელები მხოლოდ ქართული პროდუქციით დაჯილდოვდებიან. ეს კი ზემოთაღნიშნულ პროექტში ჩართულ პარტნიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს თავიანთი პროდუქცია უსასყიდლოდ გადასცენ პოტენციურ მომხმარებლებს და დაუმტკიცონ, რომ ქართული მართლაც ჯობია.

 

კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ანალიზი პერიოდულად გამოქვეყნდება რადიო „აფხაზეთის ხმის“ ვებგვერდზე, ასევე, გაშუქდება მედიაჰოლდინგში შემავალი რადიოების ეთერში.

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !