-
2014-09-26 09:42
ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც სამსაჯო განყოფილების სრულმა შემადგენლობამ ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობებიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების გადაწყვეტილება გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალს და ამასთან დაკავშირებით 8 მსაჯის დაკავებას უკავშირდება.
ზვიად სიჭინავამ სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების განცხადებები უკვე დააკმაყოფილა.
სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაკავებულ მსაჯებს კონტრაქტები შეუწყდათ და სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.
ერთ-ერთი ბრალდებული კი ფიფა-ს არბიტრთა სიიდანაც გაირიცხა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30