
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საქართველოს დღევანდელ კონსტიტუციას აკრიტიკებს.
„კონსტიტუციის თავფურცელზე, რომლითაც დღეს ქვეყანა იმართება, კარგი იქნებოდა ყოფილიყო მკაფიო ჩანაწერი „სახსოვრად ბიძინას მიშასგან!..“
ვენეციის კომისიამ ამ კონსტიტუციაზე თავის დასკვნაში დაწერა, რომ ეს კონსტიტუციური ნორმები შესაძლოა, ქვეყანაში გახდეს კრიზისული სიტუაციების საფუძველი.
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს მშვენივრად გვახსოვს 2013 წლის მაისში ბატონი ივანიშვილის სტუმრობა, სადაც კონსტიტუციის საფუძვლებზე გვქონდა მსჯელობა, ჩვენი ქვეყნის წამყვან კონსტიტუციონალისტებთან ერთად, სადაც მან დაგვარწმუნა, რომ არ შეიძლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს საკმარისი უფლებამოსილებანი იმისთვის, რომ მან დაარეგულიროს ურთიერთობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის.
ის იყო სრულიად მკაფიო თავის წარმოდგენაში, რომ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი უნდა დაუბრუნდეს პრეზიდენტს“, - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, პრეზიდენტს პარლამენტის დაშლაც შეუძლია.
„გამორიცხულია, პრეზიდენტი თავისი ნებით გადადგეს, მას ვერ აიძულებენ, ხოლო თუკი ქვეყანაში შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, პრეზიდენტის ვალდებულება, პირდაპირი ფუნქციაა, დაშალოს პარლამენტი და გამოაცხადოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
„ალია“