
მომღერალმა სოციალურ ქსელში იმ ბინის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ის ნიუ-იორკში ცხოვრობს.
„ეს არის ის „ორ მილიონიანი“ 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში.
ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ!
თუმცა ალბათ ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და „სიცრუის აჟიტირებაში“ გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა,“ - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს რამდენიმე კვირის წინ სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა.
ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა, მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.