
ტელეჟურნალისტი ეკა ბერიძე ერთი წელია, რაც კომპანია „თბილისის წყალში“ გადაბარგდა და ამბობს, რომ კომფორტულად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს.
„ჩემი და ჩემი მეუღლის გზები საქმიან რეჟიმში აღარ იკვეთება.
როდესაც კახა გავიცანი, „პირველ არხზე“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო და იქ გადავედი „რუსთავი 2“-დან. მერე დადგა პერიოდი, როდესაც კახა იყო „მზის“ გენერალური დირექტორი და მეც იქ ვიყავი.
მერე იყო ისევ „პირველი არხი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“. კახა არ იყო ლმობიერი დირექტორი, მით უმეტეს ჩემთან. არ მახსოვს, სამსახურეობრივ თემებზე მოგვსვლოდა კონფლიქტი, მაგრამ მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი.
ხშირად ადამიანთა 99.9%-ს მოსწონებია რაღაც და კახა ყოფილა ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა კრიტიკული თვალი, მას ვერ გამოაპარებდი ვერაფერს.
კახა ჰოროსკოპით „ქალწულია“ და ამართლებს თავის თვისებებს - ძალიან სკურპულოზური და პედანტია“, - აცხადებს ბერიძე.
„თბილისელები“