-
2014-09-22 17:27
რეპერი ლექს-სენი, იგივე ლექსო ქავთარაძე აცხადებს, რომ ხალხს მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ყურადღებას გამოხატავენ, რაზეც მისი მეუღლე ეჭვიანობს.
„დასასვენებლად ვიყავი ოჯახთან ერთად კვარიათში.
ზღვიდან რომ ამოვდიოდი, მეუბნებოდნენ „ფოტოს გადაღება შეიძლება თქვენთან?“, ჩემი ცოლი ამას ვერ იგებს: რა არის, რატომ არ გასვენებენო.
მე ვეუბნები: არ შეიძლება, ადამიანი რომ მოდის, გესაუბრება, ფოტოს გადაღებას გთხოვს, უარი უთხრა, ცუდად მოექცე-მეთქი.
ეტყობა ეჭვიანობის მომენტი აქვს, რადგან ძირითადად, გოგონები მოდიან, თან საცურაო კოსტიუმებით.
მეც ვეხუმრები, რა გინდა, მშვენიერი გოგონა იყო-მეთქი. ამაზე გიჟდება.
რაც შეეხება მუსიკას, ვაპირებ ჩემი ძველი სიმღერების რემიქსები გავაკეთო.
ბევრ რამეს ვედები, იქ უნდა ვიყო, იქ რაღაც უნდა ვიშოვო, ვიყიდო, გავყიდო, ბავშვს რაღაც უნდა, არ მინდა გადავდო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
ამიტომ ისევ სტუდიაში მუშაობას ვაკლებ დროს, არადა ეს სიამოვნების პიკია, ყველა საქმეს მაკეთებინებს“, - აცხადებს რეპერი.
„თბილისელები“