-
2014-09-22 17:13
თბილისში, იუსტიციის სახლის წინ აღმართული მონუმენტი, სადაც 2004-2012 წლებში პოლიციის მოქმედების სედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი მდებარეობს, უცნობმა პირებმა მონუმენტი წითლად გადაღებეს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი ამ სიაში ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის შეტანას ადრეც აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ისინი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ.
მონუმენტის გადაღებვის შესახებ "აფხაზეთის ხმას" ღამის 03:30 საათზე შეატყობინეს. ჩვენი ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე დილით, 06:30-ზე გავიდა. ამ დროისთვის მონუმენტი უკვე გადარეცხილი იყო, წითელი საღებავი აჩნდა მხოლოდ მის ნაწილს და ბალახს.
მოგვიანებით ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორ გამოიყურებოდა მონუმენტი წითლად გადაღებვის შემდეგ.
