გაგრელი დედა ქობულეთში წითელი თავსაფრით დადის და 1992 წლის აგვისტოში ომში წასულ შვილს ეძებს...

Image

„ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, ამბებს იზიდავო… როგორც ჩანს, არ ცდებიან… ქობულეთში ვისვენებ, შვილებთან ერთად… ბევრი ამბავი ,,მოვიზიდე”, მაგრამ ასეთი– არცერთი, ამიტომაც, პირველობას ვუთმობ…

 

ასე იწყება ჩანაწერი, რომელსაც ავტორი ლელა თოლორდავა "აიანიუსზე" აქვეყნებს. მასში ერთი ადამიანის ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი.

 

ეს ქალი, მანამდე, აქ არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში ვისაც კი ვკითხე, პირველად ვხედავთო… შავებში შემოსილი დადის და წითელი თავსაფარი ახურავს…

 

მისი უცნაური გამოხედვა გაფიქრებინებს, რომ საღ ჭკუაზე არ უნდა იყოს… საუბარიც არეული აქვს და ყველას ეკითხება: „ზურიკო ხომ არ გინახავს?”; ,,არა”– პასუხობს ყველა…

 

მე ,,არას” ნაცვლად, კითხვაზე კითხვით ვუპასუხე: „ზურიკო ვინ არის?”

 

ის უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან, გვერდით ჩამომიჯდა და ,,გაინტერესებს?”-მკითხა… ძალიან- მეთქი, არ დავაყოვნე პასუხი…

 

–ზურიკო, ჩემი 24 წლის ბიჭია, ზღვაზე წავიდა საბანად და ვეძებ…

 

–24 წლის ბიჭს, დედის მოძებნა რაში სჭირდება? –სიცილით ვუთხარი…

 

–რაში ჭირდება?! - ამის თქმა და ტირილის დაწყება ერთი იყო…

 

–რატომ ტირიხართ, დამშვიდდით, მოვა თქვენი შვილი სახლში!–ვანუგეშე.

 

მან წითელი თავსაფარი მოიხსნა და…

 

–რა ფერია ეს? –მკითხა და თითქმის თვალთან მომიტანა.

 

–წითელი– ვუპასუხე დაბნეულად.

 

–იცი, რატომ მახურავს?!.

 

–არა– მხრების აჩეჩვისმაგვარი მოძრაობა გავაკეთე.

 

–პატარა ზურიკოს გაგრის პლიაჟზე რომ წავიყვანდი, წითელ თავსაფარს დავიფარებდი… ცურვის დროს, სულ სხვაგან რომ ამოჰყოფდა თავს, იოლად რომ მოეგნო ჩემთვის,– მითხრა და ისევ ატირდა…

 

–თქვენ გაგრელი ხართ?- მორიდებით ვკითხე.

 

–გაგრაში დავიბადე და გაგრაში მოვკვდები!-მკაცრი ტონით მითხრა, –გაგრაშია ჩემი მშობლებისა და ქმრის საფლავი… გვიან გავთხოვდი… ზურიკოზე ფეხმძიმედ ვიყავი, ქმარი რომ დამეღუპა… გაგრის მატარებელი როდის გადის, თუ იცი?!

 

დავიბენი, მივხვდი, რომ გონება ჰქონდა არეული…

 

–ზუსტად არ ვიცი, მატარებლით არასდროს მიმგზავრია–ვიმართლე თავი.

 

–არავინ არაფერი არ იცით, არც ზურიკოს, არც მატარებლის… ეს რა ხალხში ვარ , ვინ არიან ეს უცოდინრები,– თქვა და ხელი ჩაიქნია…

 

უცებ, გონებაში კითხვა ამომიტივტივდა, სულ თავისით …

 

–როდის წავიდა თქვენი ზურიკო ზღვაზე?- ვკითხე და პასუხს არც დაველოდე, მე თვითონ ვუპასუხე ჩემს დასმულ კითხვას, -1992 წლის აგვისტოში ?!

 

–არა, სექტემბერში… შენ რა იცი? იცნობ ზურიკოს?!

 

–არა…- ვუთხარი და ზღვაში ტალღებთან მოთამაშე ჩემს შვილებს გავხედე. ცრემლი მომერია…

 

–ზუსტად 7 სექტემბერი იყო, მაკოცა და წავიდა. მალე მოვალო, მითხრა… მას მერე ველოდები… წითელი თავსაფარი დავიხურე და დავდივარ ზღვის ნაპირზე, იქნებ აქეთ ნაპირზე გამოცურა…

 

–ნუ დარდობთ, შეგამჩნევთ და მოვა თქვენამდე…

 

–შენ გაიხარე, სიმინდის გამყიდველმა ქალმა წყალი გადამიწურა, სახლში დაეტიე, რას დადიხარ პაპანაქებაშიო, აქ რა უნდა შენ ზურიკოსო…

 

–რატომ, ყველგან შეიძლება იყოს, სადაც ზღვაა– დავაიმედე გასაცოდავებული დედა, ტყუილი იმედი ვუთხარი, სანუგეშოდ...

 

–შენ გყავს ბიჭი? - მკითხა.

 

–კი, 11 წლის, ლუკა ჰქვია…

 

–აქაა?

 

–კი, აი ის ბიჭია, ზღვაში კენჭებს რომ ყრის…

 

–თვალი არ მოაშორო, ხელი ჩასჭიდე და სულ გვერდით გყავდეს!

 

თვალები ცრემლით ამევსო… ისიც ტიროდა…

 

–მომენატრა, რამდენი დღეა არ მინახავს, 4861 დღე ვითვლიდი, მერე სათვალავი ამერია, სიბერე თავისას შვება… შენ არ შეგიძლია დამითვალო?!

 

დავიბენი, რაღა მეპასუხა, ვერ მოვიფიქრე…

 

– დედაშვილობას, დამითვალე?!–ყელგამოწვდილი მთხოვდა…

 

–დედი, ადვილი დასათვლელია, ერთი გრძელი დღე და ღამეა გასული, მხოლოდ…

 

–ერთი?!- გაიკვირვა, - ერთი რავა იქნება, მატყუებ რაღაცას…

 

–ასე იფიქრეთ და ადვილი დასათვლელი იქნება ყოველთვის, არ აგერევათ…

 

–უყურე შენ?! - თავი გადააქნია, მუჭში ჩაბღუჯული თავსაფარი მუხლებზე დაიფინა, ხელებით გაასწორა, თითქოს აუთავებსო, შუაზე გაკეცა და თავზე დაიფარა… მერე მუხლებზე დადგა, ჩემსკენ მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა…

 

– შეიძლება ხელზე გაკოცო?!

 

დავიბენი, მერე გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე…

 

–წავალ აპა მე, გავაგრძელებ ზურიკოს ძებნას, ერთი დღე და ღამე, რა კარგად მითხარი…

 

წავიდა… ის კი წავიდა… მე კი, ცოცხალ–მკვდარი დავრჩი…

 

1992 წლის 7 სექტემბერი…

 

2014 წლის 5 სექტემბერია დღეს…

 

ფოტოზე: გაგრა, ზღვის სანაპირო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !