
ქართველი მომღერალი შეშფოთებულია, ბოლო დღეებში საქართველოში დაძაბული კრიმინალური მდგომარეობის გამო. კიკაბიძე ფიქრობს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ეს საშინელებები რაც ჩვენს ირგვლივ ხდება , თუ მკაცრი რეაგირება არ მოხდა.
"ჩემი ნათესავია ლაშა მახარაძე და ძალიან განვიცდი ამ ამბავს! ერთი წლის წინ მაგის ძმა, რძალი და ბავშვი ავარიაში დაიღუპენ. ლაშას დედა ამბობდა, ლაშა ცოლს მოიყვანს, შვილები ეყოლებაო და ამას შეჩერებოდა ერთადერთ იმედად. მათი წლისთავიდან ორი დღის თავზე ეს ბიჭიც მოკლეს. ასეთი საშინელი სიტუაციია დღეს. რა ხდება ქვეყანაში? - ჯანდაბა, აბა მეტი რა დავარქვათ?!", - აცხადებს კიკაბიძე.