
ისლამისტმა "ბოევიკებმა" 25 ქალი 11 წუთში მეძაობისთვის დახვრიტეს.
ჟლეტის დასრულების შემდეგ, ქუჩაზე მდგარ ყველა შენობას ჩამოუარეს და დააწერეს "კახპების დასასრული ერაყში".
„მოკლულ იქნენ მეძავეები, რომლებიც მანამდე გაფრთხილებული ჰყავდათ. ადრეც იყო ბორდელებზე თავდასხმა.
2013 წლის მარტში კი, ზაიიუნში 12 ქალი ჩაცხრილეს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ" - გადმოსცემს ერაყის პოპულარული ტელეარხი ირაქია. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები მიუთითებენ შიიტურ პოლიციურ ფორმირებებზე, ე.წ. "სადრისტებზე", ეს გახლავთ ექსტრემისტების დაჯგუფება სახელწოდებით "ასაიბ ახ ალ-ხაკი", რომელიც ძალას ყოველდღიურად იკრებს.
ისინი უპირისპირდებიან არანაკლები აგრესიულობით გამორჩეულ სუნიტურ დაჯგუფებებს. ქვეყნის პარლამენტმა უკვე მესამედ გადადო კენჭისყრა ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
შიდა პოლიტიკური პარალიჩი ხელს უწყობს შეიარაღებული ფორმირების ანარქიულ დამოუკიდებლობას"- ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.
mediacity.ge