
ამჟამად ევროპაში მყოფი ცნობილი ჟურნალისტი, Radio Free Europe–სა და მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელი ევროპაში გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ აქვს ამბიცია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდეს. მის ამ სურვილს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები, მისი კანდიდატურის მხარდამჭერი მოწოდებებით სოციალურ ქსელში.
გიორგი ფოფხაძე "ფეისბუქში" წერს:
"არასოდეს არ გამომითქვავს სურვილი საზმაუში მემუშვა რაიმე სახის თანამდებობაზე.. ეხლა რაც გავიგე და რაც მითხრეს ნინო შუბლაძის დანიშვნაზე... საჯაროდ ვამბობ, მე გიორგი ფოფხაძეს, მაქვს ამბიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ვიმუშვო...
ჯერ ერთი იმიტომ რომ, საქართველოში ჯერ ჯერობით არა გყავთ არც ერთი ქართველი ტელეჟურნალისტი რომელსაც ჩემთან მიახლოებული სამუშო გამოცდილება და პროფესიონალიზმი ყქონდეს.. მეორეც არასოდეს არც ერთი რეჟიმი არ გამიპრავებია და გამითეთრებია ..
დამისახელეთ საქართველოში ჩემი პროფესიონალიზმის და გამოცდილები მქონე ერთი ტელე ჟურნალისტი მაინც და საჯაროდ რუსთაველის ძეგლის წინ დავდებ პირობას რომ საერთოდ აღარასოდეს არ გავეკარები ჟურნალისტიკას... აქედან გამომდინარე გეკითხებით მაქვს თუ არა უფლება ეს თანამდებობა მოვითხოვო?"