"მინდა ყველას გავახსენო, რომ ამ ხელისუფლებამ, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, ხელკეტები და ცოცხები გამოაძრო დამნაშავეთა სამყაროს,“– აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
მინისტრი კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ დამნაშავე სამყაროსგან გამოწვევა მიიღო, მათ წინააღმდეგ სამინისტრო მკაცრ ბრძოლას აპირებს, თუმცა ეს არ მოხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე.
,,მინდა ყველას გავახსენო, რომ ამ ხელისუფლებამ, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, ხელკეტები და ცოცხები გამოაძრო დამნაშავეთა სამყაროს.
ჩვენ მათგან სერიოზული გამოწვევა მივიღეთ და პირობას ვიძლევი, რომ დამნაშავეთა სამყარო ჩემს სისტემაში კანონის მაქსიმალურ სუსხს და სიმკაცრეს იგრძნობს, მაგრამ ეს ადამიანის უფლებების ხარჯზე არ იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.