ლუის ნავარო საქართველოს პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართავს

Image

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი დირექტორი ლუის ნავარო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიწერილი წერილის შემოკლებულ ვერსიას ავრცელებს. წერილის შემოკლებულ ვერსიას "ტაბულა" აქვეყნებს.

 

ნავარო შეშფოთებას გამოთქვამს პრემიერმინისტრისა და პროკურატურის განცხადებების გამო.

 

მისი თქმით, "თუ მე გამოძიების ქვეშ ვიმყოფები, გავრცელებული ჭორების მიხედვით, თითქოს ჩემი წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამო ან ზოგიერთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიკერძოებულობაში არიან დადანაშაულებული იმის გამო, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ბრალდებაზე სერიოზული შეშფოთებები გამოთქვეს, მაშინ პრემიერმინისტრი უგულვებელყოფს დემოკრატიული რეფორმების იმ ძირეულ პრინციპებს, რომელსაც, მისი თქმით, ის მისდევს". აღსანიშნავია, რომ ნავარომ თანამდებობა NDI-ს ხელმძღვანელად მუშაობის ვადის ამოწურვის გამო დატოვა.

 

"იმედი მქონდა, ჩემი გამგზავრება ქართულ ოცნებასა და NDI-ს შორის ახალი საჯარო დიალოგის დაწყებას შეუწყობდა ხელს, რომელიც NDI-ის რეგულარულ, პოზიტიურ საქმიანობას ასახავდა პარლამენტთან და სხვა დემოკრატიული განვითარების სექტორის წარმომადგენლებთან. თუმცა, პრემერმინისტრის კომენტარებმა, CRRC-სა და NDI-ის კვლევაზე, ჩემი მხრიდან პასუხის გაცემა გახადა საჭირო", - თქვა ნავარომ.

 

ლუის ნავარო პრემიერის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილი NDI-ს მუშაობას ნაციონალურ მოძრაობასა და ლევან თარხნიშვილს უკავშირებდა - "NDI ყოველთვის იყენებდა ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელიც ე.წ. საველე სამუშაოებს ახორციელებდა და, სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ ასოცირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". მაგალითს გეტყვით, რომ ბატონი თარხნიშვილი, რომელიც ბრალდებულია მთელი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არჩევნების გაყალბებაში და მისი მეუღლე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა იყვნენ ჩართულები ამ ორგანიზაციის მენეჯმენტში წლების განმავლობაში და უწევდნენ კოორდინაციას NDI-ს კვლევებს", - ამბობდა ღარიბაშვილი.

 

ნავაროს თქმით, "CRRC-ს, ორგანიზაციას, რომელიც გამორჩეული საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, არავითარი კავშირი არ ქონია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან ლევან თარხნიშვილთან, 2007 წლის შემდეგ, რაც ერთი წლით იმაზე ადრეა, ვიდრე NDI კვლევების ჩატარებას დაიწყებდა. ამის საპირისპიროდ, პრემიერმინისტრს ნეგატიური რეაქცია არ გამოუხატავს ACT-ს მიმართ, რომელმაც ტელეკომპანია იმედისთვის ჩაატარა ეგზიტპოლი და რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის კვლევებს ატარებს 2012 წლიდან.

 

NDI რეგულარულად ასაჯაროებს კვლევების მეთოდოლოგიას და დაფინანსების წყაროს - შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida). მე ვთხოვე პრემიერმინისტრს, რომელიც მისი წინამორბედის მსგავსად ხშირად მიუთითებს მათ მიერ ჩატარებულ კვლევებზე, მეთოდოლოგიის ირგვლივ საჯარო დისკურსიის ხელშეწყობისთვის, საჯარო გახადოს იმავე დონის ინფორმაცია, რასაც NDI აქვეყნებს, მათ შორის ინფორმაცია კვლევის დაფინანსების წყაროზე", - წერს ნავარო.

 

ლუის ნავარო მთავრობის წევრების იმ განცხადებებსაც პასუხობს, სადაც ამბობდნენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული NDI-ს კვლევებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა, როდესაც საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ნავაროს თქმით, კვლევა ჩატარდა არჩევნებამდე[აგვისტოში] და არჩევნების შედეგებზე ისეთმა არაპროგნოზირებადმა მოვლენამ მოახდინა გავლენა, როგორიც "ციხის სკანდალი" იყო.

 

"NDI-ს კვლევები უფრო ზუსტად ასახავდა ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგებს, ვიდრე ქართული ოცნების წარმომადგენელი პრემიერმინისტრების საჯაროდ გაცხადებული პროგნოზები. NDI არჩევნების შედეგების წინასწარ განჭვრეტას არ ახდენდა, ვინაიდან თითოეული კვლევა მოსახლეობის დამოკიდეულებას მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ასახავს და დამოკიდებულია კითხვარის დასრულების თარიღსა და გამოკითხვის ჩატარების პერიოდზე.

 

არაპროგნოზირებადმა მოვლენებმა, როგორიც 2012 წლის ციხის სკანდალი იყო, შესაძლებელია არჩევნების შედეგებზე მოახდინოს გავლენა და შესაბამისად, შედეგები განსხვავდებოდეს არჩევნების წინ ჩატარებული კვლევებისგან . სანდო კვლევის ჩატარება საქართველოში შესაძლებელია, რადგან გამოპასუხების მაჩვენებელი 6.5-7.5-ჯერ მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ჩემი მუშაობის პერიოდში, ერთი თანამშრომელი სამუშაოდ გადავიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში; ერთი თანამშრომელი გადავიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ერთი მეცხრე არხზე, ხოლო სამმა მუშაობა განაგრძო სხვადასხვა სამინისტროებში მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. NDI-ს თანამშრმელები მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არიან, რომლებიც მნიშვნელოვანი მონაპოვარია ნებისმიერი ინსტიტუტისთვის, რომელიც სახელისუფლებო საქმიანობაშია ჩართული, მიუხედავად მათი პარტიული აფილიაციისა.

 

შეშფოთებული ვარ პროკურატურისა და პრემიერმინისტრის მიერ ბოლო დროს გაკეთებული კომენტარების გამო. თუ მე გამოძიების ქვეშ ვიმყოფები, გავრცელებული ჭორების მიხედვით, თითქოს ჩემი წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამო ან ზოგიერთი სამოქალაქო საზოადოების წარმომადგენლები მიკერძოებულობაში არიან დადანაშაულებული იმის გამო, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ბრალდებაზე სერიოზული შეშფოთებები გამოთქვეს, მაშინ პრემიერმინისტრი უგულვებელყოფს დემოკრატიული რეფორმების იმ ძირეულ პრინციპებს, რომელსაც, მისი თქმით, ის მისდევს", - წერს ნავარო.

 

როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი წერილში აღნიშნავს, "იმ ჭორებიდან, რომლებიც ჩემზე გავრცელდა, ერთადერთი რომელიც ახლოსაა სიმართლესთან არის ის, რომ მე საქართველოში ვისურვე გარდაცვალება. რაც სინამდვილეში ვუთხარი მღვდელს, რომელმაც მომნათლა იყო ის, რომ მინდა საქართველოში დავიმკვიდრო სასუფეველი. ეს კვლავაც ასეა.

 

NDI საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს 20 წელია, უჭერს. ის მუშაობს სხვადასხვა ინსტიტუტებთან, პარტიული აფილიაციის მიუხედავად. NDI-ს და USAID-ის მიერ დაფინანსებული IRI-ს კვლევის შედეგები შესაძლებელია, სასარგებლოდ გამოიყენონ იმ ინსტიტუტებმა და ლიდერებმა, რომლებიც მოსახლეობის აზრის გამოკვლევით და გაზომვით არიან დაინტერესებული ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა: მიმდინარე მოვლენები, მნიშვნელოვანი საკითხები და იმ პოლიტიკური პარტიების მაჩვენებლები, რომლებსაც სურთ მოსახლეობა წარმოადგინონ", - თქვა ნავარომ.

 

ნავარო იმედოვნებს, რომ მისი გამგზავრება შექმნის ისეთ ატმოსფეროს, "სადაც ქართული ოცნების მიერ გაკეთებულ კომენტარებში უფრო ზუსტად იქნება ასახული ის რეალურად არსებული პოზიტიური სამუშაო დამოკიდებულება, რაც ქართულ ოცნებას NDI-სთან და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან გააჩნია".

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მთავრობის წევრები საკუთარ განცხადებებში NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებდნენ. ვიცეპრემიერი კვლევებს ტენდენციურს უწოდებდა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ "NDI ავტორიტეტული ორგანიზაციაა, მაგრამ კვლევები მისი ძლიერი მხარე არ არის".

 

ხელისუფლებაში მოსვლამდეც კი, ქართულმა ოცნებამ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს ჯონ ბასს მიმართა და მოუწოდა, NDI-სა და IRI-ს სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების კვლევა შეეწყვიტათ. ბიძინა ივანიშვილი კი თვლიდა, რომ NDI პროფესიონალებით არ იყო დაკომპლექტებული.

 

წყარო - "ტაბულა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !