მარიუპოლის მისადგომებთან შეტაკებები ისევ გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს დასახლებული პუნქტი შიროკი და ქალაქ მარიუპოლისკენ დაიხიეს.
შიროკი ნოვოაზოვსკსა და მარიუპოლს შორის მდებარეობს. შებინდებისას მარიუპოლის აღმოსავლეთი უკვე "გრადით" იბომბებოდა.