ფოთში მომხდარ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. თვითმხილველები ყვებიან, რომ 28 წლის ახალგაზრდა, ი.ნ. პოლიციაში მუშაობდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება ,მან ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში ისროლა და ამ ამბავს გარდაცვლილის დედაც შეესწრო. შემთხვევა ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა.
გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.