ლენტეხის რაიონში , სოფელ სასაში მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს, მკვლელობის ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს.
საქმე აღძრულია 108–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ მამაკაცი ავტომატით ჩაცხრილეს, არ დადასტურდა. არ დასტურდება არც მოკლულის ასაკის სესახებ თავდაპირველად გავრცელებული ცნობა, თითქოს ის 28 წლის იყო. რეალურად, წლების განმავლობაში არსებული მეზობლური დავა იმით დასრულდა, რომ 67 წლის მამაკაცმა მეზობელი, 55 წლის მამაკაცი მოკლა.