აფიორა თუ დასაქმების რეალური შანსი

Image

გუშინ ინტერნეტსივრცეში დასაქმებასთან დაკავშირებით  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფუნქციონირებას იწყებს „უმუშევართა დასაქმების სააგენტო“, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობაა.

 

 

„ალიას“ სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი იოსებ ღვარძელაშვილი ესაუბრება.

 

„გვაქვს ძირეული პროექტი, რაც მცირე სასტარტო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი 2009 წელსაა დაწერილი. მოსახლეობა ბიზნეს-იდეებით მოდის. მათ ვუსმენთ და თუ კარგი პროექტი აქვთ, ვეხმარებით საქმიანობის დაწყებაში.

 

ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გავაკეთეთ მიმართვები და ყველა სახელმწიფო ინსტანციას მივმართეთ, რომ ეს პროექტები დაფინანსებულიყო...  ზუსტი გათვლები გვაქვს. კვლევები ჩავატარეთ, დასაქმების მსურველი, რომ ქალაქის ერთი თავიდან ქალაქის მეორე ბოლოში მოვიდეს, რეალურად მეტ თანხას დახარჯავს, ვიდრე 1 ლარია.

 

ამ თანხიდან კი, ჩვენამდე, მხოლოდ 40 თეთრი აღწევს. ეს თანხა სააგენტოს მომსახურე პერსონალის  ხელფასებში დაიხარჯება. კანონს არ ვარღვევთ. სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის, 25-ე ნაწილში გაწერილია, რომ არასაწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირს აქვს უფლება კომერციული საქმიანობისა, თუ ამ მოგებას მოახმარს ორგანიზაციის მიზნებსა და საქმიანობას...

 

მიმართვები გადავაგზავნეთ  2 კვირის წინ, 10 სამუშაო დღე უკვე გასულია, მაგრამ ვაკანსიების მოძიებას დრო სჭირდება და იმედი მაქვს, ამიტომ აგვიანებენ პასუხს. მაგრამ თუ სხვა რამ აჩერებთ მათ, მაშინ ამ დღეებში ბრიფინგს გავმართავთ და ასე „ვუმკურნალებთ“ მათ. ოფისი არ გვაქვს, ოფისის გარეშე ვაკეთებთ ამ საქმეს.

 

ბრიფინგი რომ ვახსენე, აი, იმ ბრიფინგის შემდეგ  ველოდებით სპონსორის მხრიდან დაფინანსებას, მეგობარი ადამიანია და ის მოგვცემს ოფისის ფულს. იმ „მეგობარ სპონსორს“  არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს, ისე უბრაოლოდ...

 

გვინდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა იყოს“, - განუცხადა „ალიას“ ღვარძელაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !