გივი თარგამაძე: „სიტუაციას იქამდე ნუ მიიყვანთ, რომ თქვენს მიერ მოტყუებულმა ხალხმა შუაზე გაგგლიჯონ“

Image

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელიდან მიმართავს.

 

 

„მინდა მივმართო რუს ოლიგარქ ბორია ივანიშვილს:

 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კასტისთვის კლასიკური ინსინუაციებისა და ფოკუსების ხარჯზე, ჩვენი შეცდომების გამოყენებით და არამზადული ხერხებით დაეუფლეთ არა მარტო ხელისუფლებას, რომლიდანაც, პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, სასწრაფოდ გაკურცხლეთ და თქვენი დატოვებული მთავრობის სრული კონტროლის ყველა ბერკეტი დაიტოვეთ, რაც არის კიდეც ოლიგარქული, და არა ქართული ოცნების აღსრულების ნამდვილი მოტივაცია;

 

თქვენს „მენცარულ“ რეალობაში მიგაჩნიათ რა, რომ ამ ქვეყნის არსიყვარულის გარემოში გაქვთ უფლება, მასზე და მის მოქალაქეებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ, სრული იბმეცილიზმის ფონზე ქართველებზე მასწავლებლად ჩათვალოთ თავი და თქვენი სტაფილოს წვენის პათოლოგიის გამოხტომების მიხედვით მართოთ ქვეყანა, გიცხადებთ:

 

თქვენ ხართ სრული არარაობა, რომელსაც მხოლოდ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში შეიძლება ჰქონდეს თქვენივე გამოგონილი ავტორიტეტი; რეალობაში ბრძანდებით თქვენი რუსული სისხლიანი ფულისა და პუწინის პროვინციელი, გონებაშეზღუდული მონა, რომელმაც, მხოლოდ კონკრეტული მომენტუმისა და ოკუპანტის მხარდაჭერის ხაჯზე მოოპოვეთ საქართველოზე სრული კონტროლი. გაფრთხილებთ: სიტუაციას იქამდე ნუ მიიყვანთ, რომ თქვენს მიერ მოტყუებულმა ხალხმა შუაზე გაგგლიჯონ.

 

ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენი, ვითომ პიროვნების არარაობა ადამიანებს თვალნათლივ დავანახო, რაც, საბოლოოდ, თქვენი და თქვენს მიერ გამოგონილი უნიათო არამზადათა მთავრობის ქვეყნის სხეულიდან ჩამოცილებას განაპირობებს.

 

ეს ასე მოხდება და ნუ შეეცდებით ჩემს, როგორც პუწინის ძებნილის, მის საამებლად და თქვენი თავის გადასარჩენად დაპატიმრებას, რაც პროცესს მხოლოდ დააჩქარებს. მიიღეთ საღი გადაწყვეტილება და საქართველოდან ახლავე აახვიეთ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე დიდხანს მოგიწევთ იმ საკნებში თქვენი უაზრო წლების გატარება, რომლებსაც, თქვენი მშიშრობისა და ვითომ რაიმედ არსებობის გამო, ჩემი მეგობრები ამაგრებენ.

 

პირობას გაძლევთ, არ ვბაქიბუქობ და ნამდვილად გამოგიყვანთ წირვას, უნიათო და არარაობავ, რუსო ოლიგარქო!", - წერს გივი თარგამაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !