
"კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი, იხსენებს რა ანაკლიაში მიღებულ შთაბეჭდილებებს, წერს, რომ ანაკლია კონტრასტების სოფელია და რომ მას "კაზანტიპმა" შანსი მისცა.
"ანაკლია - კონტრასტების სოფელია. ღმერთია მოწმე, ჩვენ შენ შანსი მოგეცით... ვიღაცეები ჩვენ სატანის მოციქულებად გვთვლიდნენ, ვიღაცეები - მშვიდობის მტრედებად, უცხოპლანეტელებად... ჩვენ გაძლევთ შენ შანსს, იფიქრო: "რა იყო ეს?"; "შესაძლებელია თუ არა, განმეორდეს?"
ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ, მაგრამ არ ვიცოდით, თუ ასე ზვირი ღირდა...", - წერს მარშუნოკი.