
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული განუკითხაობის შესახებ წერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი „ფეისბუქზე“ წერს:
„ძალიან სამწუხაროა, რაც თბილისის აეროპორტში ხდება. 1 საათიანი რიგები, ბიომეტრიული პასპორტების აპარატი არ მუშაობს და ყველაზე სამარცხვინო რაც არის, ნაცნობობით ხალხის გატარება.
დიპლომატებისთვის არსებობს დიპლომატიური გასასვლელი, რომელიც არ ფუნქციონირებს, ხოლო ვისაც რიგში დგომა არ უყვარს, იმისთვის, რომ სხვა რიგში მდგომებს თავზე არ გადაუაროს, შეუძლია ფული გადაიხადოს და ბიზნეს გასასვლელით ისარგებლოს“.