
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ვიცე-ჩემპიონმა ლივერპულმა პორტუსთან სტუმრად ჩაატარა და 4:1 მოიგო.
პარალელურად გამართულ დაპირისპირებასთან შედარებით, აღნიშნული შეხვედრა შთამბეჭდავი არ გამოსულა. აქ ერთმა გუნდმა საკუთარი ფეხბურთი მეორეს თავზე სრულად მოახვია და მარტივად, დიდი უპირატესობით სძლია.
ლივერპულის გამარჯვების შემოქმედნი შემტევი ტრიოს წევრები სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო იყვნენ.
ანგარიში 26-ე წუთზე მანემ გახსნა, რომელმაც მო სალაჰის ზუსტი გადაცემით ისარგებლა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა.
მეორე ნახევარში, სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა. მერსისაიდელებმა დრაკონებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.