„მითხრა, რომ მოვკტები, ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტენებო"

Image

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მუშაობა დაასრულა წიგნზე „გურული დღიურები“, რომლის გამოცემასაც ცოტა ხანში აპირებს.

 

 

მისი თქმით, ეს არის ერთგვარი მოგონებების კრებული  გურიაზე, იქ მცხოვრებ ადამიანებზე, მათ წინაპრებებზე.

 

 

Ambebi.ge გიორგი კეკელიძის „გურული დღიურებიდან“ რამდენიმე ამონარიდს აქვეყნებს.

 

„ცოლი რაფერ მევიყვანე და მეხსიერება კი მაქვს მაგისი. ცოლი უწინ გარიგებით იყო - ჩვენ გოგო-ბიჭი კი არ დევილაპარაკებდით. უმფროსები - ბიჭის მამა გოგოს მამას დეელაპარაკებოდა და სანამ ქორწილი არ დეიშლებოდა, ისე ცოლთან არ შეგიშობდნენ.

 

მერე რო შეხვიდოდი, მოგეწონებოდა თუ არა, რა გზაი გქონდა. ქორწილი გადახდილი იყო, რაღა გზა გქონდა. კი არ მომეწონა დიდათ, მარა იმაზე თლა უარესები იყვნენ და იგენი რომ არ შემხვედროდნენ. არ მოგეწონება და სა წახვალ. სიყვარული, იი ბაღნობაში კი, მარა იმას სხვაგან გათხუვდა, მე სხვაგან დავქორწინდი. უწინ მაჭანკლობა ხომ იყო - ახლა ეს დარღოვილია დღეს".

 

„სექსი გურიაში იწოდება როგორც აჯიბაკური. ნამეტანი დახლართული სიტყვა მოჩანს. საეჭვოდ. ხოლო სიყვარული - სიყვარულია. შეიძლება ერქვას - გამოპენტერებაც, მაგრამ ეს სიტყვა თავისთავად სხვა რამეს ნიშნავს. აქ არ გეტყვით. გურულ ლექსიკონში ჩაიხედეთ...

 

 

ქმრის და ცოლის შერთვის ამბები ახლა კი ევროპიულადაა დიდწილად, მაგრამ ძველი წესებიც არ იშლიან თავისას: თუ გარიგება, თუ ვინმეს ქელეხში ბიჭისთვის გოგოს დანახვება და ან პირიქით - მით უფრო ოცდაათს გვარიანად გადამცდარი "გოგოსთვის და ბიჭისთვის"".

 

ადრე ხომ იყო და იყო. განსაკუთრებით მთიან ნაწილში, გომისმთაზე - მგლის ნაწოლზე და ბამხაროს პატარა ფაფარაში, სადაც გურული და აჭარული ისტორიები ერთამენთთან ქორწინდებიან".

 

„ოცთხმოცდაათიანებში, გურიაში (და ალბათ სხვაგანაც) თუ ცოლი ან ქმარი გარდაიცვლებოდა და მეორე მათგანი ცოცხალი იყო, საფლავის ქვაზე აუცილებლად დაატანინებდა საკუთარ სურათს ("ხარჯი ნაქნარიას''პრინციპით).

 

და აწერია დაბადების თარიღი სიკვდილის თარიღის მოლოდინში. საოცარი სანახავია. ერთ სოფელში ასეც მოხდა; გათხოვდა ახალგაზრდა ქვრივი.საფლავზე დარჩა სურათი ძველი ქმრის გვერდით, არავის მოუშლია. რადგან გურული სიყვარული უცნაურია და დიდი".

 

 

 

„ძალიან მეწუნიე ვიყაი. არავის არ ველაპარიკებოდი. დღეს რომ დეველაპარიკებოდი, ხვალე აღარ მინდოდა. არ შევხთებოდი. ჰოდა, ასე წუნებ-წუნებაში ორმოც წელიწადს მივაღწიე. მერე ვთქვი, რომე აწი ვიღან მომაკითხავს-მეთქი და და შევბრუნდი და ჩევიქნიე ხელი. და ქე ვიყავი ჩემზა და გევიხედე ერთ დღეს, იანვარი იყო და მევიდა ერთი მოხუცებული ქალი.

 

თურმე დედაჩემს და ამ ხალხს მიწერ-მოწერა ქონებიენ, მითომ ამის ჩუმათე გავაკეთოთ საქმეო. მე არ ვიცი სულა მაი. გევიხედე და მევიდა აი ქალი. აი ქალი შემევიდა და დედა რა ქალია. მეიყარენ თავი. წევიდა აი ქალი: მეო, წავალ სახშიო და ყველაფერს შეგატყობინებო. ამ ქალმა შემხედა, ამწონ-დამწონა და გევიცინე მე, მეთქი რაი მაქ სატირლად და კბილები გამომიჩნდა და თეთაო, კბილების გულიზა წევიყვან ამას თლადო.

 

და ქი წევიდა და იქიდნა დარეკენ რომე, ჩვენ აქანე ვემზადებით და თქვენ მოამზადეთ მაგი მაქანეო. მე სულ არაფერი არ ვიცი. ხოდა, მევიდენ. დედაჩემმა მითხრა, აგიო, სადედამთილოა შენიო. მეთქი ახლა ამას ვიღა გეექცევა ამხელა ქალს, სა წავალ მე. გულში ქი ჩამიჯდა აი ქალი, კაი ქალია. მევიდენ და მეიყვანეს სიძე. ამ ქალმა მითხრა, ჩემმა შვილმა, სიმთვრალე იცის, კედელზე გადისო.

 

აი, ვერ წარმევიდგინე მე კედელზე რაფერ გადის. სულ არა - იმფერის სიმთვრალე ქონდა - ტყვილია. გაჩერებულია აი კაცი და მეც ქე ვარ გაჩერებული. და მეიყარეს თავი საღამოიზე და გააგზანეს იქით კაცი, ჩვენ მოგვყავს ქალი და ასე ვართ და ისე ვართ. მეთქი რაცხა იქნება, იი იქნება მარა, სა ცხოვრობს ვიცი? არ ვიცი აფერი. მოვალ გზაში მარა, ენა მიღებს პირს? არა. მეთქი სა მივალ-მეთქი ამ ტყეში. სა მივალ. ქე მაინც ვაკეში ვიყავი და აქანე რა მინდა. არ თავდება გზაი ბიჯო, არ თავდება, არ თავდება.

 

სახლი დამხდა პატარა და რა ვქნა ახლა რას იზამ? გამეცინა და ქე დავჯექით. წევიდა სმაი და კიდეც იმღერენ. თურმე ამას ყოლებია, ჩემს ქმარს ცოლი, მოკტენია და იმის დედა ყოფილა იგი ქალი, ვინც მომაკითხა და მე ამის დედა მგონია. მე მომაკითხა ჩემი ქმრის ყოფილი ცოლის დედამ. ასე. ამას დედას ვუძახდი. მერე მითხრა შოთამ, მეუღლემ – აი ჩემი ცოლის დედა იყოო, არ წევიდაო მერე არსათო და დარჩა ჩემთანო.

 

ხასიათი რომ გუუგეს ერთმანეთში, დარჩა აი ქალი. დედაო, ნამდვილიო სხვაგან მყავსო. ვაი, სადაა დედა, მე უთხარი. აგერ სახლობსო. ვუძახოდი ორივეს დედას და ვიყაი. სამი დედის პატრონი ვიყაი. ამფერი მდიდარი ვიყაი".

 

***

 

„გელამ, ჩემმა მამიდაშვილმა, რომელიც ახლა მამა დავითია ანუ მღვდელი, ერთი სახალისო ამბავი მომიყვა - პატიოსანი, სიტყვასანდობი კაცის, ადგილობრივი მოძღვრის მონათხრობი. გურიის სოფელში, რომლის სახელსაც, ჩვენი ძველი მწერლებისა არ იყოს, ახლა არ დავასახელებ, ერთი ცნობილი ათეისტი კაცი კვდებოდა.

 

"მიყობოდა მიქელას". ვერც მის სახელს გეტყვით, თუმცა იქაურები და მიდამო მცხოვრებნი ადვილად მიხვდებიან ამა საქმეს დაფარულსა და მის გმირებს. მოკლედ, კვდებოდა ეს კაცი და არ აღიარებდა ღმერთის არსებობას არაფრით. რა არ იღონეს მისმა მორწმუნე შვილებმა, რაღა არ დაპირდნენ სააქაოს და საიქიოსთვის, მაგრამ ამაოდ.

 

ერთ დღეს მოულოდნელად ბრძანა: "ღვდელი მეიყვანეთ, ახსარება უნდა უთხრაო". მოიყვანეს გახარებულმა. შევიდა და მალევე გამოვიდა ავადმყოფიდან. ღიმილს ვერ იკავებდა: „მითხრა, რომ მოვკდვები, ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტენებო".

 

***

„გურულები საკრალური ხალხია. ბევრ რამეს „იბრძნიან“ - ფულის გაცემას საზეიმო დღეებში, დაჭრილი ფრჩხილების დატოვებას დაუწველად - ეშმაკი წაიღებსო, სკვინჩას ძახილს სახლთან ახლოს, ყაპყაპას ყიყინს, თუ სადმე ახლოს მიცვალებულია, იეღოველები ხდებიან და ადვილად. სხვები ამბობენ კი, რომ "ერთი მეშოკი ფქვილის გულიზა," მაგრამ ეს ხალხი დიდ ერთგულებას იჩენს.

 

ერთი ნაცნობი მეკაჭკე, ანუ ტვრითის მზიდავი, რაღაც სექტას შეუერთდა და იქაური მოძღვრის მოწოდება, რომელიც რეპროდუქციის უნარების შეწყვეტას გულისმხობდა, ასე აღასრულა. არ ჰქონდა ცივილური გზის ფული და სახლში მაკრატლით დაიწყო საკუთარი სათესლე ჯირკვლის მოჭრა. შუა გზაზე გაითიშა, მიუსწრეს და საავადმყოფოში გააქანეს...

 

მისტიკური მხარეა. მისტიკურობისკენ მიდრეკილი უფრო მომავალი ტკივილების შიშის, ვიდრე სიხარულების მოლოდონის. შელოცვებიც ეგრე იციან და დალოცვებიც. პირველი სადღეგრძელოც რაღაც ფრთხილია - მშვიდობის. 2 თებერვალს, ჟირჟღილობას, ანთებენ კოცონს, ჯოხზე წამოაცმევენ რეზინის ფეხსაცმელს, შავი და შემაშინებელი ალის დასატყუებლად და ყვირიან: ჰეი, კუდიანებო, ჰეი, კუდიანებო, ოღონ გლახა წეიღე და თლა კაი ნუ იქნება, ოღონდ გლახა წეიღე და თლა კაი ნუ იქნება!

 

ambebi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !