4 წლის გაბრიელის დედა საზოგადოებას მიმართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა სცემა, გუშინ გახდა ცნობილი.
“მოგმართავთ საზოგადოებას,იქნებ გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ეს ტკივილი!!!მე ვარ ოთხი წლის გაბრიელ ნიშნიანიძის დედა, რომელსაც დაუდგინეს ბავშვთა აუტიზმი და გადავწყვიტეთ მიგვეყვანა ბაღში აგვისტოში მივაკითხეთ საბავშვო ბაგა ბაღ “სადუნს” ვესაუბრეთ დირექტორს და კარგად ავუხსენით გაბრიელის მდგომარეობა.
დირექტორმა პასუხი არც კი დააყოვნა და გვითხრა, რომ ესეთი ბავშვები აღუზრდიათ და მათთვის ეს პრობლემა საერთოდ არ იყო და დაიბარეს ბავშვი, რომ ენახათ. მივიყვანეთ, რომ შეხედეს მკითხეს- ნამდვილად აქვს აუტიზმიო? ჩვენ ცოტა მძიმე ფორმები გვინახავსო, რა თქმა უნდა გახარებული წამოვედით მთელი ოჯახი, მივიყვანეთ პირველ სექტემბერს და ბოლო ორი კვირაა დაიწყო პრობლემები.
ყოველდღიურად ვისმენდით ძიძისგან, ქალბატონი ლიასგან საწყალი ბავშვი ხან გაბრაზებული გვხვდებოდა, რაც აუტანელი იყო. რამოდენიმე დღის უკან პედაგოგს როცა ვესაუბრებოდით, კიბეზე ვიდექით. ვიღაც მამაკაცი გაბრაზებული სახით დაჟინებული და გაცეცხლებული მზერით კიბეზე ამობრუნდა და მუცელში იდაყვი მომხვდა, ჯერ მეგონა მოუხვდა, რაც არ გავდა მოხვედრილზე ცოტა მძიმედ მომხვდა, მეგონა ბაღზე იყო გაბრაზებული ორ დღეში ძიძა სიხარულით მეუბნება, რომ დირექტორთან ვარ დაბარებული.
მივდივარ და მეუბნება, რომ მშობელი არის გაბრაზებული – მე ფულს იმაში არ ვიხდი რომ ჩემი შვილი ავადმყოფთან იზრდებოდესო. მე ვკითხე – ეს ბაბუა ხომ არ არისთქო და მიპასუხა კიო, თურმე ფიზიკურადაც შეიძლება გაგისწორდენ, მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრიელის დედა ხარ...
გაბრიელი ავადმყოფი არ არის, ხალხო, უბრალოდ ვერ ლაპარაკობს, მე ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ძიძისგან გამომდინარე ხდება, იმიტომ რომ ბევრჯერ შევესწარით ესეთ დიალოგს, როდესაც მშობელი ეკითხებოდა თუ რა ისწავლეს ბავშვებმა, ხელით უთითებდა გაბრიელზე, რომ აი, ამას რომ უყურებთ ერთი ადამიანი სჭირდება და თუ არ მოსწონდათ ბაღი სხვაგან წაეყვანათ, ჩემი აზრით, ძიძა ზეგავლენას ახდენდა მშობლებზე, რომ გაბრიელი გაეგდოთ ბაგიდან, ესეც მითხრა დირექტორმა – მშობელი ითხოვს გააგდეთ გაბრიელი ბაღიდანო, მე უპასუხე, რომ გაბრიელს გასაგდები არაფერი სჭირდა და თვითონ წავიყვანდი, რაზეც სასტიკი უარი მითხრა, ჩვენ მივხედავთო, ოღონდ ორ საათამდე იყოსო, ალბათ, ეს იმიტომ რომ ბაბუას არ ენახა, მერე მითხრა, რომ ძიძას აქვს ოჯახური პრობლემები და ჩვენ ხელს ვუწყობთო, მაგრამ, დღეს აუცილებლად დაველაპარაკებიო .
ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეყვანა ბავშვის პირადი ფსიქოლოგი, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, ერთი კვირის განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ მოენახულებინა ბავშვი და გაერკვია თუ რა პრობლემები ქონდა, რადგან ძალიან გადატვირტული იყო ვერ ახერხებდა და გუშინ მივიდა, დირექტორი საქმის კურსში იყო, რომ უნდა შეხვედროდა ფსიქოლოგს და არ დახვდა ადგილზე, როდესაც დაურეკეს, თქვა რომ მოვიდოდა, მაგრამ არ გამოჩენილა.
ფსიქოლოგი როდესაც შევიდა ჩუმად, რადგან დაკვირვებოდა რას აკეთებდა, ბავშვი დარბოდა წყნარად ოთახში, როდესაც შემობრუნდა ბავშვს ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და პედაგოგი და ძიძა ურეაქციოთ უყურებდნენ. ბავშვს პირში სისხლი ჩასდიოდა. შეკითხვაზე თუ რა მოხდა რამოდენიმე ვერსია უთხრეს.
მერე ჩამოვიდა ძალიან აღშფოთებული და ათას ბოდიშს გიხდითო აქ როგორ მოიყვანეთ ბავშვიო და მეგონა, ცოტას როგორც ყველა მშობელი ამეტებდით რამესო და გვთხოვა შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინეთო. ჩვენ მივმართეთ ბაღების სააგენტოს და გვითხრეს, რო კერძო ბაღი მათ არ ეკუთვნის. მერე "რუსთავი2"-მა გადაიღო ბავშვი, მე, ფსიქოლოგი და ბაღიც. ინტერვიუ მიცემული გვაქვს და ველოდებით რეპორტაჟს, გაიგოს ხალხმა რა საფრთხის წინაშე ვართ მშობლები და ბავშვი, შეიძლება ფიზიკურად გვისწორდებოდნენ?
რა გავაკეთო ამ დღის მერე? ჩემი ანგელოზი შვილი ვის ხელში შეიძლება ჩავარდეს?! იქნებ არსებობს ბაღი, სადაც შვილს არ დამიზიანებენ ამ ბავშვისთვის სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგდებას. ეს ადამიანები დღეს-ხვალ უარესს იზამენ და მე ვეღარავის ვეღარ ვენდობი. შვილს ალბათ შრამი გაყვება, მხოლოდ იმისთვის, რომ ის ბუნებამ აუტისტად დაბადა.
განა დააშავა რამე გაბრიელმა, ეს პედაგოგსაც ვკითხე და მიპასუხეს არაო, ხალხო, გეკითხებით განა ეს ანგელოზი რამეს გიშავებთ საიმისოს, რომ შრამი დამიტოვეთ? რომ გამოჯამრთელდეს და მკითხოს ვისგან მაქვს ეს შრამი, ალბათ მეტყვის, ნეტა ისევ აუტიზმი მქონდესო. გთხოვთ მიიტანეთ გულთან, ნახეთ ფოტოები, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს ორი დღეა მაწყნარებს და მადლობა უფალს, რომ მაძლიერებს”.