მიხეილ სააკაშვილი: „დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა“

Image

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის” პრინციპით მოქმედება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს  ეწინააღმდეგება.

 

 

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ საქართველო მხარს ვერ დაუჭერს უკრაინას და უნდა მოახდინოს ფოკუსირება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რადიკალურად ცვლის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციას.

 

საქართველო წლების განმავლობაში სრულიად მარტო იბრძოდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ.

 

ახლა კი, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას, ეს არის თავის დამცირება კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და დიდი შეცდომა და სირცხვილი ჩვენი საყვარელი ერის წინაშე.

 

მითუმეტეს იმის ფონზე, რომ იყო მომენტები, როდესაც საქართველოს მხოლოდ უკრაინა ეხმარებოდა. სწორედ უკრაინის შვილებმა თავი გაწირეს ჩვენთვის აფხაზეთში, უკრაინის პრეზიდენტი ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე 2008 წელს და ყველა სხვა გადამწყვეტ მომენტში.

 

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იციან, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობის იმედი, მათ კარგად იციან ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარული, მაშინაც კი, როდესაც მთავრობა ფსბ-ს მმართველების ხიბლს ანიჭებს უპირატესობას.

 

დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა. „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის“ პრინციპით მოქმედება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !