ანი ნადარეიშვილი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

Image
,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გავრცელებულ ყველა იმ სტატიას ეხმაურება, რომელშიც მისი ოჯახის წევრები რაიმე ფორმით არიან მოხსენიებული.
 
 
ნადარეიშვილი აცხადებს, რომ როცა პროკურატურა ვერაფერს გახდა, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მედია შეტევა  დაიწყო. მისი თქმით, მზად არის ყველა ჟურნალისტს, რომელსაც რაიმე მსგავსი სახის ინფორმაციის გადამოწმების სურვილი გაუჩნდება, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია.
 
 
„სერიოზული მედია-შემოტევა მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ!!! ვინაიდან პროკურატურა ვერაფერს გახდა, რამე ხომ უნდა იღონონ, ხოდა მოკლედ რამდენიმე მარაზმატიკული ნიუსი ვრცელდება ერთდროულად, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები დიდი სიხარულით ატრიალებენ სოციალურ ქსელებში:
 
 
1. "ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლში რუსები ცხოვრობდნენ" - პირველ რიგში ბაჩო ახალაიას ამ სახლთან არანაირი შეხება არ აქვს, ეს სახლი მამაჩემის გარდაცვალების მერე გაქირავდა 2004 წელს, მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაიას მე საერთოდ არ ვიცნობდი, მეორეც, ეს არის ერთადერთი ქონება (ერთსართულიანი ძველი ბელეტაჟის ტიპის სახლი, 3 ოთახით და სამზარეულოთი, მდებარე ნადარეიშვილის ქუჩა #14-ში) რომელიც მამაჩემმა დაგვიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ "პრივატიზაციების" დროს იგი საქართველოს ვიცე-პრემიერი იყო.
 
ამ სახლში ქირით ცხოვრობდნენ ჯერ ლიტვის ელჩი, შემდეგ ესტონეთის ელჩი და 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი გამოთქვა რუსეთის წარმომადგენელმა, რომელსაც ფარავს შვეიცარიის საელჩო, რაზედაც დედაჩემმა უარი განაცხადა, ვინაიდან თამაზის ნაცხოვრებ სახლში, იქ სადაც იცხოვრა და გარდაიცვალა მის მტრებს არ ვაცხოვრებო. უშიშროების სამსახურმა აუხსნა, რომ სახელმწიფოსთვის ესე იყო აუცილებელი და სახლი მათ მიქირავდა, დანარჩენი საიდუმლოა და ამაზე არ ვილაპარაკებ, რაც არ უნდა ცილი დაგვწამოთ ჩვენს ოჯახს რაღაც სიბინძურეებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს ვიტყვი და ჩემს პირად ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასოდეს დავაყენებ!
 
 
2. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერლებს, რომლებსაც იბარებენ მოდულში დაკითხვებზე, სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღებში ერიცხებოდათ თანხა მათი მომსახურეობისთვის, მათ შორის ერთ-ერთ თარიღად სახელდება 24 ოქტომბერი - ბაჩო ახალაიას დაბადების დღეს! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბაჩო ახალაიას არათუ თავისი ან მისი ოჯახის წევრების დაბადების დღეები არ გადაუხდია არასოდეს, არამედ სხვის პომპეზურ დაბადების დღეებზეც არასოდეს არ დადიოდა! 
 
 
3. მედიით დღეს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთარ ორჯონიკიძე იყო ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი. ეს ორჯინიკიძე, რომლის სახელი და გვარი დღეს პირველად გავიგე და როგორც ეხლა გავარკვიე მთელი ცხოვრება იყო შს სამინისტროს თანამშრომელი, არ ვიცი რა კუთხით უნდა დაუკავშირონ ბაჩოს მარჯვენა ხელს ან ფეხს, მაგრამ ესეთი რაღაცეები ადამიანებს უკვე აღარ აინტერესებთ, მთავარია სტატიის სათაური წაიკითხეს...
 
 
4. ასევე ყვითელი პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩემი ძმა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს იყო დაპატიმრებული. ამასთან დაკავშირებით ვაკეთებ განმარტებას: ჩემი ძმა არის წოდებით პოლკოვნიკი, იარაღების კოლექციონერი, სროლაში არაერთგზის ჩემპიონი, ეს არის მისი ცხოვრების ჰობი... მან დაუდგენელი პირისგან შეიძინა გაუფორმებელი იარაღი, რა დროსაც ოპერატიული ინფორმაციით იგი დააკავეს და სასამართლომ მას მიუსაჯა 6 თვე პატიმრობა, რაც მან მოიხადა გლდანის ციხეში. ნასამართლობა გაუქარწყლდა 2013 წელს. ეხლა აქ მე ვსვამ კითხვას! რა უნდა ექნა სახელმწიფოს? რადგან ბაჩო ახალაიას ცოლისძმა იყო, ან რადგან თამაზ ნადარეიშვილის შვილი იყო არ უნდა ეგო პასუხი კანონის წინაშე? არც კომფორტით უსარგებლია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გლდანის ციხეში იჯდა სხვა 3 პატიმართან ერთად, რატომღაც ბაჩომ მას ვერ შეუქმნა "პრივილიგირებული პირობები", თურმე მარტო სხვებს უქმნიდა, როგორც პროკურატურა უტიფრად გვიმტკიცებს და რაზეც ეხლა ბაჩო ზის წინასწარ პატიმრობაში.
 
 
და ბოლოს, მივმართავ ყველა მედია საშუალებას, ჩვენ გვყავს შვილები, მათ შორის თინეიჯერები, რომლებიც ამ თქვენს დაწერილ სიბინძურეებს კითხულობენ და განიცდიან, ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფნი! წარმოიდგინეთ თქვენი შვილები მათ ადგილას! გთხოვთ ყველას, ვისაც პრეტენზია გაქვთ ობიექტურობაზე, გადაამოწმოთ ყველა ინფორმაცია ჩემთან, არასოდეს დაგზარდებით გაგცეთ პასუხი და მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე! ნუ დაწერთ შეკვეთილ სტატიებს და ნუ გაავრცელებთ ჭორებს!“, - წერს ნადარეიშვილი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !