თბილისის აეროპორტის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით , ,,ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სამხედრო მანქანა იყო. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.