რას ყვება ლიტველი ჯასტინა საქართველოსა და ქართველ მამაკაცებზე

Image

ლიტველმა გოგონამ, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, ჩვენი ქვეყნისა და და ზოგადად ქართველი მამაკაცების შესახებ, სოციალურ ქსელში საკუთარი შთაბეჭდილებები და შეხედულებები სულ პუნქტებად ჩამოაყალიბა.

 

 

„ვფიქრობ, დროა სიმართლე გითხრათ მაგიურ საქართველოზე. ბლოგზე საქართველოში სტუმრობისას ვერ ვიმუშავე, რადგანაც ან მთვრალი ვიყავი, ან გამოფხიზლებას ვცდილობდი. ახლა სახლში ვარ და ყველაფერი კარგად მახსოვს; საქართველოში სტუმრობისას გადახდენილი შთაბეჭდილებები გულს მითბობს და ღიმილს მგვრის", - წერს ლიტველი ტურისტი ჯასტინა.

 

1. ეს არის ადგილი, სადაც ქუჩაში მოძრაობის არანაირი წესები არ არსებობს. თუ გზის გადაკვეთა გადაწყვიტეთ, უშიშარი უნდა იყოთ. მწვანე, წითელი, ყვითელი - აქ, არაფერს ნიშნავს. ენდეთ იღბალს. გზაზე გადასვლისას არ შეჩერდეთ და მძღოლს თვალებში არ შეხედოთ. თუ ასე მოიქცევით, იგრძნობენ, რომ ეჭვობთ და არც კი ელოდოთ, რომ თქვენს გამო ავტომობილს გააჩერებენ და გზას დაგითმობენ. გზა განაგრძეთ და მძღოლებიც მოძრაობას შეანელებენ.

 

2. ქართველი მძღოლები შეშლილები არიან, მაგრამ ნამდვილად გამოცდილები. გზაზე ძალიან ხშირად გამოჩნდება ცხვარი, თხა, ცხენი.

 

3. მოგზაურობისას თუ მოგშივდათ, არ შეგეშინდეთ, მძღოლების 75% გამოგკვებავთ. საჭმელზე უარის თქმა საქართველოში უზრდელობაა.

 

4. ისინი გთხოვენ მობილურის ნომერს, facebook-ის, vkontake-ს, ან odnoklassniki-ს მისამართს.

 

5. ამ დროს თუ ეტყვით, რომ შეყვარებული გყავთ, არ გაჭრის, რადგანაც სერიოზულად მხოლოდ გათხოვებას აღიქვამენ. თუ არ გსურთ მოიტყუოთ, რომ ქმარი გყავთ, მოიტყუეთ, რომ ქართველი შეყვარებული გყავთ.

 

6. ქართული პოლიცია ძალიან მეგობრულია და დასახმარებლად ყოველთვის მზადაა.

 

7. ქართველი შეყვარებულის მოძებნა ძალიან, ძალიან ადვილია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელსაც კი გამოელაპარაკები: ტაქსის მძღოლი, ბარმენი, კლუბიდან გამოსული ბიჭი. შეცდომა არ დაუშვათ და არ მისცეთ ქართველ კაცებს თქვენი ნომერი! ისინი დაგირეკავენ. ძალიან ბევრჯერ დაგირეკავენ. ეს ზარები გასტანს მანამდე, სანამ გააცნობიერებენ, რომ საერთოდ არ გაინტერესებთ.

 

8. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები. შეიძლება იყო გამხდარი, მსუქანი, ქერა, წითური, შხაპის მიღების შემდეგ, ან მის გარეშე რამდენიმე დღე (წყლის პრობლემის შესახებ სხვა პოსტში დავწერ) მაინც თავს ისე იგრძნობ, თითქოს ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო მსოფლიოში.

 

9. ქართველი გოგონები საკუთარ თავს ნამდვილად უვლიან. ჩემი აზრით, ისინი ძალიან ლამაზები არიან. ვფიქრობ, ლამაზები ყველაზე მეტად მკვეთრად გამოხატული სახის ნაკვთების, მუქი ფერის თმისა და თვალების გამო არიან. ქართველ კაცებს მაჩო გარეგნობა აქვთ და ასევე იქცევიან. აქ, ეჭვიანობა ძალიან პოპულარულია.

 

10. ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ვვარაუდობდი, რომ თურქეთის ქრისტიანულ ვერსიას ვიხილავდი. ვფიქრობ, ასეა - მენტალურად, ოჯახური კულტურით, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობით. მაგრამ ამ მხრივ ქართველები უკეთესები არიან. ისინი აღმოსავლეთ ევროპელებს, როგორც მეძავებს, ისე არ უყურებენ.

 

 http://www.ambebi.ge/mozaika/107057-qar-misceth-qarthvel-kacebs-nomeriq-ras-tsers-litveli-turisti-gogona-saqarthveloze.html

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !