ვინ არის კომპანია UGT-ს დამფუძნებელი გიორგი ჭირაქაძე

Image

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის დასარიგებელ ნეთბუქებს კომპანია UGT-სგან პირდაპირ, გადაუდებელი შესყიდვის წესით შეისყიდის.

 

იმის მიუხედავად, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული პირდაპირი შესყიდვები და უწოდა რა ამ მეთოდს მანკიერი, განაცხადა, რომ იგი გაუქმდებოდა, განათლების სამინისტრომ მაინც ამ სახის შეთანხმების დადება ამჯობინა. შეკვეთის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარამდეა.

 

ამასთან, კომპანია UGT-მ, სატენდერო კომისიის დისკვალიფიკაციის მიუხედავად, არათუ განხილვაში დაბრუნება, უკვე თითქმის დასრულებული ტენდერის მოგებაც შეძლო - ამჯერად პირდაპირი შესყიდვის გზა დასაშვები აღმოჩნდა.

 

საინტერესოა, ვინ არის კომპანია UGT-ს დამფუძნებელი, რას საქმიანობდა ის წინა ხელისუფლების დროს და დაეძაბა თუ არა ურთიერთობა ახალ ხელისუფლებასთან, ხოლო თუ არ დაეძაბა, რის ხარჯზე მოხდა ეს.
გიორგი ჭირაქაძის კომპანიას წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ დიდი ბრუნვა ჰქონდა. ამასთან, გიორგი ჭირაქაძე, როგორც ახლა, მაშინაც ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი იყო, რომელსაც, წესით, ბიზნესმენთა ინტერესების დაცვა ევალება.

 

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ის 2009 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც ბადრი პატარკაციშვილმა ეს თანამდებობა დატოვა. უკვე ერთი წლის შემდეგ, „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ ინტერვიუში გიორგი ჭირაქაძე ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება უფრო ადვილია, ვიდრე აშშ-ში:

 

"იუ-ჯი-თის ხელმძღვანელი, რომელმაც ბიზნესი აშშ-შიც დაიწყო აცხადებს, საქართველოში ნაკლები ბიუროკრატიაა, რასაც ის საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დაწინაურებას ამტკიცებენ.

 

"ჩვენ მუდმიად გვესმის, რომ საქართველოში ბიზნეს პრობლემები აქვს და ეს პრობლემები მართლაც არსებობს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც იცვლება. ჩემი კომპანიის გამოცდილების საფუძვეზე შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში, სადაც ბიზნესის წარმოება ეხლა დავიწყეთ, საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია ვიდრე აშშ-ში.

 

რაც შეეხება გადასახადების თემას, ქვეყანაში გადასახადები ნამდვილად დაბალია და თითქმის ყველა ბიზნესმენი ამას ადასტურებს. მთლიანობაში გადასახადების ნაწილში საქართველოს საკმაოდ ნორმალური სიტუაცია აქვს“, - აცხადებდა გიორგი ჭირაქაძე 2010 წელს.

 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილების პირველ ეტაპზე უსიამოვნებები UGT-საც ჰქონდა. მას თავდაცის სამინისტროს კონსულტაციური მომსახურებისთვის 11 მილიონამდე ლარის მიღებაზე ედავებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით პრემიერმა ბიძია ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრა მოაწყო, სადაც ჭირაქაძეც იმყოფებოდა, სხვა ბიზნესნებეთან ერთად. ამის შემდეგ 11 მილიონი ლარი, რომელსაც UGT-ს ედავებოდნენ, არავის გახსენებია...

 

ეს კი გიორგი ჭირაქაძის კომენტარია პრემიერმინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ:

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც გამოვყოფდი, არის ის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან წამოვიდა, რომ ბიზნესმენები, ბიზნესები, ბიზნეს ასოციაციები ჩავერთოთ იმ სამუშაო პროცესში, რომელსაც დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი ახორციელებს მოკლევადიან სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით.

 

აქ ეკონომიკურ სტრატეგიაზეა საუბარი. ჩემი აზრით, პრემიერისგან ძალიან სწორად მოხდა შეფასება, რომ მნიშვნელოვანია მოკლევადიანი სტრატეგიის, მოკლევადიანი გეგმის გაწერა”.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !