
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია iPhone+-ის ოფიციალური გვერდი „ფეისბუქში“ ავრცელებს სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ქურდობენ უცხოელები, რომლებმაც დაკეტილ მაღაზიაში შეშვება ითხოვეს.
კამერების ჩანაწერების პოლიციისთვის გადაცემიდან რამდენიმე საათში შსს-მ ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავა. ისინი ირანის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. როგორც iPhone+-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ეჭვმიტანილები „ფარმადეპოში“ მორიგი ქურდობის მცდელობისას დააკავეს.