"ოქმში მითითებულია, რომ გიგი უგულავა გადაუდებელი აუცილებლობით დააკავეს"

Image

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ უგულავა დააკავეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გადაუდებელი აუცილებლობით. 

 


როგორც ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა, დაცვის მხარისთვის ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია თუ რა საქმეზე მიდის გამოძიება და რის გამო დააკავეს უგულავა. 

 


გიორგი გელხაური ე.წ. მოდულის შენობაში დაახლოებით 40 წუთია,  გიგი უგულავასთან არის შესული. ადვოკატის თქმით, უგულავა მანამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჰყავდათ, თუმცა მას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. 

 


"დაახლოებით 2 საათი ვიყავით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, ვიცოდით, რომ უგულავა იქ ჰყავდათ, მაგრამ შიგნით შესვლის საშუალება არ მომცეს. გამომძიებლები არ პასუხობდნენ ტელეფონს და არ მაძლევდნენ კონკრეტულ ინფორმაციას. ეს არის კანონდარღვევა, შემდეგ კი მითხრეს, რომ უგულავა მოდულში გადაიყვანეს და იქ მომეცემოდა მასთან შესვლის საშუალება", - განაცხადა ადვოკატმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !