საპატრიარქო სახელმწიფოს მოუწოდებს, უცხოელებზე მიწის გასხვისების პროცესი შეაჩეროს

Image

საპატრიარქო დღევანდელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გააუქმა მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის უფლების ჩამორთმევის შესახებ. საპატრიარქო აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართული მიწა-წყლის დაკარგვას" გამოიწვევს:

 

"არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც პირველ რიგში ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი,  აღარ ჰქონდეს შიდა სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება."

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის" 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანტიკონსტიტუციურად სცნო. უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ.

 

კათოლიკოს-პატრიარქი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები სათანადო რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც მიწის უცხოელებზე გასხვისებას ხელს შეუშლის. საპატრიარქო დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამის შესაძლებლობას იძლევა.

 

საპატრიარქო მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომ მათი საკანონმდებლო რეგულაციების დადგენამდე შეაჩერონ სესხის დაფარვის მიზნით მიწების გასხვისების პროცესი, ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ. 

 

ილია მეორემ ლოცვა-კურთხევა მისცა სოფლებში მომუშავე სასულიერო პირებს, რომ ყოველწლიურად უფასოდ უკურთხონ მიწათმოქმედებს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ "ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშიროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს."

 

"დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შეთხვევაში იძულებულია, თავისი ქონება ძალზედ იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს:, - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !