ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

Image

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. 

 


სარკოზის გარდა, ბრალი ასევე წაუყენეს სარკოზის პირად ადვოკატს ტიერი ერცოგს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟერარ აზიბერს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. 

 

გამოძიება მიიჩნევს, რომ სარკოზი, საკასაციო (უზენაესი) სასამართლოში მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, თავისი ადვოკატის ტიერი ერცოგის მეშვეობით ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. გამოძიების თანახმად, თავის მხრივ, სარკოზი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლე აზიბერს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას შეპირდა. კერძოდ, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს შეეძლო უკანონოდ მიეღო ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონის მოსმენის თაობაზე. 

 


ამასთან, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი აფინანსებდა. 2012 წლის დეკემბერში ფრანგმა ბიზნესმენმა ზაიდ ტაკიემენმა განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლების მიერ სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მტკიცებულებები აქვს.

 

მოგვიანებით, ფრანგულმა ონლაინ გამოცემა MediaPart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა 50 მილიონი ევრო გადარიცხა სარკოზის საარჩევნო შტაბში.

 


59 წლის ნიკოლა სარკოზიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !