
გივი თარგამაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს მიმართავს და რჩევებს აძლევს.
"რჩევა ნორმანას: სანამ მილიონი ხის დარგვას დაიწყებ, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ ეს ერთი ხე გადაარჩინე, სიგარეტის ნამწვებში რომ ჩარგეთ. და თუ ერთი ურნა ვერ დააყენე მაგ ნამწვებისთვის ერთ კონკრეტულ ადგილას, ქალაქის მასშტაბით ნაგვის პრობლემას როგორ უნდა მოერიო? თუ ნაგვის დენიდან გამოერთება გგონია საკმარისი? დედას ჰკითხე, გასწავლის", - მიმართავს თარგამაძე დავით ნარმანიას.