
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" შემოწირულობის სახით 51 008.50 ლარი მიიღო.
აქედან 17 668.00 ალიანსს გიორგი ლომიამ შეწირა. ლომიას შემდეგ "საქართველოს პატროტთა ალიანსის" ყველაზე მსხვილი შემომწირველი ფიზიკური პირი ცირა გახოკიძეა, რომელმაც პოლიტიკურ გაერთიანებას 10 300.00 ლარი გადაურიცხა. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სხვა შემომწირველებს შორის არიან სოფიო შელეგია 6 130.00 ლარით, დავით კუტუბიძე – 5 000.00 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" შემოწირულობების რაოდენობის მიხედვით მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ჩამორჩება.