-
2014-06-30 16:11
ეს არის ცვედანის წარმოებული, პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის, მცდელობა- ასე შეაფასა გიგი უგულავამ ბრალდება, რომელიც დღეს მას წაუყენეს.
"ამ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა. ამას სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ. ჯერ საქმის ბრალდება არ გადმოუციათ, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან და თვითონვე არ იციან არა უნდათ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ.
"ეს არის იმდენად ყურით მოთრეული და უაზრო ბრალდება, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. რაღაც შტრიხკოდებზე მსჯელობენ, რომლებზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ამით არ ვამბობ იმას, რომ სხვა ვინმეს აქვს წარმოდგენა და სხვა ვინმე არის დამნაშავე. არავინ ამ საქმეში დამნაშავე არ არის და არავის არ ჩაუდენია დანაშაული. ეს არის ცვედანის და იდიოტის მიერ წარმოებული პაირკამპანია დავით ნარმანიას სასარგებლოდ", – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, საგზაო პარკირების მიმართ ყველა ქალაქში აქვთ უკმაყოფილება და "სითი პარკზე" დარტყმით მთავრობა ცდილობს აწარმოოს საარჩევნო პიარკამპანია მსგავსი მეთოდებით.
ფოტო:ipn.ge