ომბუდსმენი რუსეთის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობასა და შსს-ს მიმართავს

Image

საქართველოს სახალხო დამცველი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. 

 


როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, მიმართვა ეხება ახალგორის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. 

 


"სახალხო დამცველს დაუკავშირდა ახალგორში გაუჩინარებული გ.ბ.-ს ოჯახის ახლობელი. მათი განცხადებით, ამა წლის 4 ივნისს, 20 წლის გ. ბ. და დ.ა. სამსახურიდან წაიყვანეს ახალგორის დე ფაქტო მილიციაში დასაკითხად როგორც ქურდობაში ეჭვმიტანილი. დ.ა. დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს. გ.ბ. ბოლოს დ.ა.-მ სწორედ მილიციაში ნახა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახის ინფორმაციით, იგი გამომძიებელს არ დაუკითხავს. დღის ბოლოს, კი გ.ბ.-ს პირადი ნივთები მილიციამ ოჯახის შორეულ ნათესავს მიუტანა სახლში. ახლობლების განცხადებით, ახალგორის დე ფაქტო მილიცია ოჯახს ეუბნება, რომ გ.ბ სახლთან დატოვეს და იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქმეს იძიებს დე ფაქტო საგამოძიებო სტრუქტურები, ასევე, საქმის კურსშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, თუმცა მათ ახალგორში შესვლის საშუალება არ აქვთ. სახალხო დამცველი მიმართავს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ დაკარგულის მოძიებაზე დროული და ეფექტური რეაგირება და ითანამშრომლონ დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში. 

 


სახალხო დამცველის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უფლებადამცველი ორგანიზაციების მუშაობა კონფლიქტურ რეგიონებში, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვევის ფაქტების დროული გამოვლენა. "სამწუხაროდ, გ.ბ.-ს გაუჩინარების ამბავი რამდენიმე დღის დაგვიანებით გახდა ცნობილი", - აღნიშნავს ომბუდსმენი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !