-
2014-06-24 09:40
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების საკითხებში ვლადისლავ სურკოვი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გუშინ ცხინვალში ჩავიდა.
სააგენტოს "რესის" ინფორმაციით, სურკოვმა ცხინვალსა და ძაუს დასახლებაში ობიექტების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა, მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვსა და დეფაქტო პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა.
პუტინის თანაშემწე აღდგენითი სამუშაოების გაცნობას დღესაც გააგრძელებს. როგორც ცნობილია, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღდგენითი სამუშაოებისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს უყოფს.