„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნეიტრალური ქვეყნები და წყლები გაუგია, ხოლო დებატების ჩატარება ნეიტრალურ ტერიტორიაზე პირველად ესმის, მაგრამ მაინც თანახმაა.
ნიკა მელია ამ თანხმობით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ დებატები „არა რომელიმე ტელევიზიაში, არამედ ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს:.
„მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ან ბატონი ნარმანიას მხრიდან რაიმე სახის პირობების წამოყენება არ იქნებოდა სწორი, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მე თანახმა ვარ ამ პირობაზეც. მართალი გითხრათ, ნეიტრალური წყლები ვიცი და მასწავლიდნენ, ნეიტრალურ წყლებში რომელ გემებს შეეძლოთ ცურვა, მაგრამ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დებატები რა არის, მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი“, - უთხრა ნიკა მელიამ „რუსთავი-2“-ს.