როგორ დავაღწიოთ თავი ოფისის დაავადებებს (ვიდეო)

Image

„საოფისე პროფესიების“ ზრდასთან ერთად იზრდება ოფისის თანამშრომელთა რაოდენობაც, რომლებსაც დღის მანძილზე 8-10 საათიანი დატვირთვით  კომპიუტერთან უწევთ მუშაობა.

 

უმოძრაობის უარყოფითი შედეგები კი ყველასთვის ცნობილია. ცხოვრების ამგვარი წესი ჭარბი წონის ძირითადი მიზეზია.

 

ზოგადი უმოძრაობისგან თავის დასაღწევად როგორ მოვიქცეთ?

 

გამოიყენეთ ნებისმიერი წუთი სამსახურის დასრულებამდე და მის შემდეგ, ასევე არასამუშაო დღეები, და იმოძრავეთ. ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოძრაობა თავის დადებით ეფექტს იძლევა.

 

ხშირად ისეირნეთ, თუნდაც ოფისის კორიდორში. კვირაში ერთი დღე დაივიწყეთ საკუთარი ავტომობილი და იმოძრავეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გაიღვიძეთ 15 წუთით ადრე და ჩაატარეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში. თუ მეტი დრო და საშუალება გაქვთ, მიაკითხეთ ფიტნეს-კლუბს.

 

ხანგრძლივი სტატიკური პოზა

 

სამუშაოთი გართული ადამიანი ვერ ამჩნევს რა პოზაში იმყოფება. ხშირად ეს პოზა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – მხრები დაბრეცილია, კისერი მოღუნულია, ზურგი მოხრილია. შედეგი – თავის ტკივილი, გახშირებული მიოზიტები (ჩონჩხის მუსკულატურის ანთებითი დაზიანება), შეშუპებები კისრის და ზურგის კუნთებში, პროგრესირებადი ხერხემლის ოსტეოქონდროზი და მასთან დაკავშირებული მალების და სახსრების დეგენერატიული დარღვევები.

 

უარყოფითი შედეგები გარდაუვალია გამართულად ჯდომის დროსაც. არაფერი ეშველება კიდურებში სისხლდენის შენელებას. ჯდომის დროს თეძოს უკანა არტერიები გადაკეტილია, რაც ქვედა კიდურების კანის, სისხლძარღვებისა და სახსრების დაავადებებს იწვევს. დროთა განმავლობაში ზიანდება მთელი სისხლის მიმოქცევის სისტემა, შესაძლოა დაიწყოს თრომბოზი და არაა გამორიცხული მწვავე კატასტროფებიც – ინფარქტი და ინსულტი.

 

ოფისის ვარჯიში

გაწყვიტეთ ხანგრძლივი ჯდომა ნებისმიერი განტვირთვითი მოძრაობებით. მაშინაც კი, თუკი „არ გცალიათ“. თქვენი ჯანმრთელობა ვერ დაელოდება თქვენს მოუცლელობას. ყოველ საათში ერთხელ ჩაატარეთ მინი-მოთელვა. მოხარეთ და გამართეთ კორპუსი, გაიქნიეთ ხელები, ჩაიბუქნეთ, დაატრიალეთ თავი და სხვ.

 

ამას გარდა ხშირად გამოცვალეთ მაგიდასთან ჯდომის პოზა. არ ჩარგოთ თავი მხრებში, არ მოხაროთ ზურგი. მიბაძეთ პიანისტს – ზურგი და კისერი გასწორებულია, ხელები მოდუნებულია და მსუბუქად ეხება კლავიატურას.

 

დატვირთვა თვალებზე

 

ყველა ოფთალმოლოგი ერთხმად აღნიშნავს, რომ თვალებზე უარყოფითი ზემოქმედების მხრივ პირველ ადგილზე იმყოფება კომპიუტერი. მას გააჩნია რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორი: მოციმციმე ეკრანი, შრიფტის ზომები და გარჩევადობა, ვერტიკალურად მოძრავი ტექსტი და ა.შ.

 

შედეგად კი ვიღებთ თითქმის ყველა ცნობილ თვალის დაავადებას, დაწყებული მიოპიიდან (ახლომხედველობა) და დამთავრებული ბადურის დაავადებებით და ასტიგმატიზმით.

 

როგორ მოვიქცეთ? პერიოდულად ჩაატარეთ თვალების ვარჯიში. მაგალითად, გადაიტანეთ ფოკუსი ახლოდან შორ საგნებზე. ორი წუთის განმავლობაში დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ წრიული მოძრაობები სხვადასხვა მიმართულებით.

 

ყოველ ორ საათში დაასვენეთ თვალები. ამისთვის მიდით ფანჯარასთან და გაიხედეთ მაქსიმალურად შორ პერსპექტივას. თვალების პერიოდული ფოკუსირება-განფოკუსირებისთვის გამოიყენეთ სტერეო-გამოსახულებები.

 

ხელის მტევნების დაძაბვა

 

კლავიატურაზე თითების კაკუნი და კომპიუტერის თაგუნასთან ინტენსიური კონტაქტი ხელის მტევნების (განსაკუთრებით მარჯვენა ხელის) დაძაბვას იწვევს. უარყოფითი ეფექტი იზრდება, თუკი კლავიატურა და თაგუნა მაგიდის კიდესთან ახლოსაა განლაგებული.

 

უსაყრდენო იდაყვით და ჩამოკიდებული ხელის მტევნებით მუშაობა იწვევს სხივმაჯის სახსრების ართროზსა და მაჯის გვირაბულ სინდრომს. კუნთების, ფიბროზული და ძვლის არხებში გამავალი ნერვები განიცდიან დიდ დაწოლას გვირაბული სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების გამო. ამ დაავადებას ძლიერი ტკივილები ახლავს და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს.

 

როგორ მოვიქცეთ? მოაწესრიგეთ მაგიდა, გაწიეთ კლავიატურა და თაგუნა მაგიდის სიღრმეში. შეიძინეთ ისეთი მაგიდა, რომელსაც აქვს კლავიატურის გამოსაწევი დასადგამი, ან დაუმონტაჟეთ ამგვარი დასადგამი ძველს.

 

საუკეთესო შემთხვევაში ხელის მტევანი და იდაყვი უნდა იყოს მაგიდის ზედაპირის პარალელური. ამას გარდა სისტემატიურად გააკეთეთ ხელის მტევნებისთვის სასარგებლო მარტივი ვარჯიშები. მუშტის შეკვრა-გაშლა, მაჯის სახსარში ტრიალი, „წყლის დაფერთხვა“.

 

ცუდი ჰაერი

 

დიდი რაოდენობით ქაღალდი, ჰორიზონტალური ზედაპირები და რბილი იატაკი მტვრის დაგროვებას უწყობს ხელს. ორგტექნიკა ამ მტვერს იზიდავს და გაგრილების სისტემით კვლავ ჰაერში გააფრქვევს მას.

 

გამორთული კონდიციონერები ფილტრებში აგროვებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებს. ჩართავთ კონდიციონერს, ფიქრობთ რომ გააუმჯობესებთ ჰაერის ცირკულაციას და ამ დროს ხარბად ისუნთქავთ ნახსენებ მავნე „მიკროკოქტეილს“. ამას გარდა ვირუსები და ბაქტერიები მშვენივრად გრძნობენ თავს კლავიატურაში და ტელეფონის ყურმილში.

 

როგორ მოვიქცეთ? დაიკაპიწეთ ხელები და ჩაატარეთ სამუშაო ადგილის „სველი მილაგება“. გაწმინდეთ ორგტექნიკა სპეციალური სველი ხელსახოცებით, ან ნებისმიერი ნოტიო ჩვრით. მოსთხოვეთ ხელმძღვანელობას კონდიციონერების გაწმენდა და ფილტრების გამოცვლა. გამოაღეთ ფანჯრები; ყოველ დღე; მინიმუმ 10-15 წუთით; მათ შორის ზამთარშიც.

 

 

 

 

http://bold.ge/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !