რატომ ჩამოიხრჩო თავი 21 წლის ბექა გოგიტიძემ

Image

როგორც გარცვლილის მამიდაშვილი ყვება, ბექამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მას მისწერა, მაგრამ რაკი ნომერი უცნიბი იყო, მან ამ SMS-ს ყურადღება არ მიაქცია. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ SMS ბექა გოგიტიძემ გაგზავნა.

 

 

მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში იგი ნათესავს სთხოვდა, ანანოსთვის მიეხედა.

 

ბექას მამიდაშვილმა თვითმკვლელობის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბექა თურქეთში მუშაობდა, სადაც ქართველი გოგონა შეუყვარდა.

 

„სანამ კარგად გაიცნობდა და მიხვდებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, უკვე შეუყვარდა. როდესაც გაიგო, რომ ეს გოგონა არ შეიძლებოდა მისი ღირსი ყოფილიყო, და შესაძლოა, ამ გოგოს წინააღმდეგიც ყოფილიყვნენ, ოჯახში არ განუცხადებია.  ამბობდა,  არ არის ოჯახისთვის შესაფერისი, მაგრამ მიყვარს და რა ვქნაო. რამდენჯერმე გადაწყვიტა, თავი დაენებებინა...

 

როგორც პოლიციამ გაარკვია, ბოლო დღეებში თავის მასწავლებელს სოციალურ ქსელში მისწერა, ერთ გოგოსთან ერთად უნდა გავიპაროო. ბოლო რამდენიმე დღის წინ კი უკვე მიეწერა, მიღალატა და ახლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, არ ვიცი, რას გავაკეთებო. მასწავლებელთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა.

 

15 ივნისს კი თავის „ოდნოზე“ დაწერა სტატუსი – „მოღალატე“,  16 ივნისს, საღამოს, ექვსს რომ ათი წუთი აკლდა, საზღვარზე, საქართველოში გადმოვიდა. შემდეგ დაახლოებით, 8 -დან 9 საათამდე ტირში იყო და მოიგო რაღაც სათამაშო.

 

ამ გოგონასთვის დაურეკავს, შენთვის საჩუქარი მაქვს და მინდა, გადმოგცეო. არ ვიცი იმ გოგომ უარი განუცხადა შეხვედრაზე, თუ რა მოხდა. საღამოს თორმეტის 15 წუთზე ბოლო SMS მე გამომიგზავნა, რის შემდეგაც ბექას ყველანაირი კვალი იკარგებოდა“– ჰყვება ბექას მამიდაშვილი.

 

მისი თქმით, გოგონას ბექას გარდა სხვასთანაც ჰქონდა ურთიერთობა, ბექა კი სთხოვდა, თავი დაენებებინა. ჯერ დაჰპირდა, რომ დაანებებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მერე ისევ გააგრძელა ურთიერთობა...

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=56676

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !