ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ტეტემაძეს სამმა პირმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, ლევან ტეტემაძეს ვიღაცამ დაურეკა, სახლიდან გამოიყვანა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
"ჩვენ არ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ 3 ადამიანი იყო, რომლებიც გაიქცნენ. პოლიცია მუშაობს და იმედია, სიმართლეს დაადგენენ", - აცხადებს კირთაძე.
მისივე ინფორმაციით, ტეტემაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და თავზე გამოკვლევები უტარდება.