შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავა

Image

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოგი კ, 1972 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კობა გ, 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ მ, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ დ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოთარ ჯ.

 


სამართალდამცველებმა გიორგი მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 ვაზნა, გოგი კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 8 ვაზნით, ცეცხლსასროლი თოფი "ვინჩესტერი" 26 ვაზნით და 10 000 აშშ დოლარი, კობა გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ვაზნა და 1 ცალი ხელყუმბარა, ნიკოლოზ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი) და ე.წ. საერთოს თანხა 12 260 ლარის ოდენობით, ხოლო ოთარ ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი) და ე.წ. საერთოს თანხა 210 ლარის ოდენობით ამოიღეს.

 


გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !