-
2014-06-21 01:37
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ორჰან ბადალოვმა სპეციალურად "მაესტროსთვის" მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბაქოს აეროპორტში, ქართველი პარლამენტარების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი აღწერა.
სიუჟეტის მიხედვით, წამყვანმა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებებმა ინფორმაცია დეპუტატთა ჩხრეკის შესახებ თავდაპირველად ქართულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელეს, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ამ ფაქტის დადასტურება ადგილობრივი წყაროებისგან ვერ მიიღეს. ჟურნალისტის თქმით, ოფიციალური პირები აზერბაიჯანში მომხდარს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
სამაგიეროდ, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ისევ აცხადებს, რომ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს არადეკლარირებული, დიდი რაოდენობით თანხა გადაჰქონდათ და მათი შეჩერების მიზეზი სწორედ ეს გახდა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიღებისთანავე გადაამომწმა აზერბაიჯანის ხელისუფლების ერთერთ მაღალ თანამდებობის პირთან, თუმცა, შარაშენიძე ამ პირს არ ასახელებს.
ვიდეო: სიუჟეტი ტვ "მაესტროს" "ცხრიანში".