"ცხოვრებაში პირველად მიწევს მტკიცება, რომ 27 6-ზე მეტია"

Image

ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებს იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მაჟორიტარული ოლქების 6 %-ში გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ პარტიას სწორედ 6 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

 


ბაქრაძემ ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებაში "რუსთავ 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საუბრისას დაადანაშაულა და საზოგადოებისთვის იმის ახსნას შეეცადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მაჟორიტარული ოლქების 6 %-ში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ პარტიას სწორედ 6 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

 


"ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ, ყველაფერი გამიგია - გამიგია არჩევნების გაყალბება არჩევნებამდე, გამიგია არჩევნების გაყალბება არჩევნების დღეს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, როცა მიწევს დავიცვა არჩევნების შედეგები შედეგების გამოცხადების შემდეგ და ვამტკიცო, რომ 27 6-ზე მეტია. ძალიან გამიჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსიც ვარ. ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ – თბილისში ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველ-მეორე ადგილზე გასული ძალები. ესენია "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".

 

ესაა მარტივი პასუხი, რომ თბილისში საუკეთესო ორი შედეგი აჩვენეს ამ პარტიებმა. იგივე მდგომარეობაა რუსთავში, თელავში, ყვარელში, ხონში, თერჯოლაში, ბათუმში და ა.შ. თვით ის ფაქტი, რომ მეორე ტურების უმრავლესობა ტარდება "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით, ძალიან მარტივი პასუხია ამ ყველაფერზე. მეორე არგუმენტი, რაც შეეხება მაჟორიტარების რაოდენობას, რომლის დათვლასაც ცდილობს "ქართული ოცნება".

 

უბნების 6 %, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ ნიშნავს არა 6 %-იან მხარდაჭერას, არამედ იმას, რომ რაოდენობით უბნების ამ 6 %-ში ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩევლის უმრავლესობამ და ჩვენ დავამარცხეთ "ქართული ოცნება". ჩვენი მხარდაჭერა რომ 6 % ყოფილიყო, როგორც დავამარცხებდით "ქართულ ოცნებას?", მან 2 % აიღო იმ უბნებში? 6 %-ის რეიტინგად გამოყვანა არის აბსოლუტურად არასწორი", - განაცხადა ბაქრაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !