
სამთვიანი ძებნის შემდეგ ორთაჭალაში, მდინარე მტკვრის კალაპოტის დაწევის შემდეგ, ახლობლებმა 13 ივნისს, სტიქიის შემოტევის დროს გაუჩინარებული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი იპოვეს.
ელიზბარ ბაღაშვილი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, ის 13 ივნისს მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, როცა გაუჩინარდა.
ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ფაქტი არ დაუდასტურებიათ. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი ექსპერტიზისთვის - პროზექტურაში .
ოჯახის ვერსიით, დაღუპულს მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მიაგნეს, მას შემდეგ რაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.