ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - NewsVoice

Image

13 ივნისის სტიქიის დროს, მაშინ, როცა უამრავი ადამიანი თბილისში, ახალ გზაზე მოვარდნილ ღვარცოფს ებრძოდა, ხოლო ვერეს ხეობაში, დატბორილი სახლებიდან ადამიანები ითხოვდნენ შვებას და იქ მაშველები ვერ მიდიოდნენ, ტრაგედიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ასეთ პირობებში სამაშველო საქმიანობისთვის გამოსადეგი ორი ფრანგული ვერტმფრენი „სუპერ პუმა“ იდგა. 

 

მდინარე ვერეს აუზში ღვარცოფული პროცესები 23-ამდე შენაკადში განვითარდა, ერთდროულად იმუშავა 9 გეოლოგიურმა თუ ჰიდრომეტეოროლოგიურმა მოვლენამ, მათ შორის იყო კლდეზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა და დატბორვა, რაც მსოფლიოს მასშტაბით იშვიათი მოვლენაა.

 

და მაინც, ხელისუფლება რომ უფრო მობილიზებული და ოპერატიული ყოფილიყო, სავარაუდოდ, მსხვერპლი ან ნაკლები,. ან სულაც არ იქნებოდა. ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის ეფექტური კავშირის არქონაზე ისიც მიანიშნებს, რომ როცა 112-ში პირველი ზარები შევიდა, არ მოხდა გზის გადაკეტვა გმირთა მოედნის მიმართულებით, იქ მყოფი მოსახლეობის დროულად გამოყვანა სტიქიის ზონიდან კი ვერ მოხერხდა.

 

მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი განცხადება, რომელიც დაახლოებით ღამის პირველ საათამდე, ანუ კურიერის სპეცგამოშვებამდე გავრცელდა, საერთოდ აცდენილი იყო რეალობას. მასში მხოლოდ უმნიშვნელო დატბორვაზე და სამაშველო სამსახურების მიერ წყლის ამოტუმბვასა და კოორდინირებულ მოქმედებაზე იყო საუბარი, ასევე, ხაზგასმული იყო, რომ არათუ მსხვერპლი არ ყოგილა, საერთოდაც, არავინ დაზიანებულა...

 

ივლიტა ჯიბუტი, მისი მეუღლე და მეგობარი წასაღებად განწირული სახლის სახურავზე ავიდნენ, მანამდე კი მთელი საათის განმავლობაში ელოდნენ შველას. შველას ელოდნენ სხვა სახლებში მცხოვრებნიც, ზოგიერთები ფანრებით იძლეოდნენ ნიშანს, რომ დახმარება სჭირდებოდათ.

 

ევაკუაციის დაგვიანების გამო მოჰყვა მსხვერპლი წყალმოვარდნას სვანაძის ქუჩაზეც. როგორც თამარაშვილზე, ასევე სვანაძეზე, ქალაქის მერსა და პრემიერმინისტრს ჟურნალისტებმა მიასწრეს...

 

დღეს ვერეს კალაპოტი შეცვლილია, მაგრამ პრობლემა საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი. საკრებულოში ვერესთვის კალაპოტის შეცვლის საბოლოო პროექტი ჯერაც არ წარუდგენიათ. საშიშროება, რომ სტიქია, შესაძლოა, განმეორდეს, ამ დრომდე არსებობს, ამიტომაც, დედაქალაქი ამ დრომდე დაძაბული ხვდება ნებისმიერ ხანგრძლივ წვიმას...

 

TV "აფხაზეთის ხმა", "ნიუსვოისი"-საინფორმაციო გამოშვება. სიუჟეტში გამოყენებულია "პოსტსკრიპტუმისა" და "განსხვავებული აქცენტების" ფრაგმენტები. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !